იაპონური სალათა

ინგრედიენტები: 2 ცალი ფორთოხალი, 1 ჭიქა დაკონსერვებული ანანასი, 1 ცალი კიტრი 1 ცალი მცირე ზომის ბულგარული წიწაკა, 1 ცალი მცირე ზომის სტაფილო 1 ს/კ ლიმნის წვენი, 1 ს/კ ზეთი, 1 ს/კ ძმარი, 2 ს/კ თაფლი, წიწაკა.
მომზადების წესი: მოვამზადოთ სოუსი: ლიმნის წვენი, ზეთი, ძმარი და თაფლი ერთმანეთში ავურიოთ. ანანასი და ფორთოხალი კუბიკებად დავჭრათ. ბულგარული, კიტრი და სტაფილო – თხელ ნაჭრებად. ყველაფერი ჯამში მოვათავსოთ, მომზადებული სოუსი მოვასხათ, წითელი წიწაკა მოვაყაროთ და კარგად ამოვურიოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები