იაპონიის პრინცესამ არასამეფო პირზე ქორწინების გამო ტიტული დაკარგა(ვიდეო)
იაპონიის პრინცესამ არასამეფო პირზე იქორწინა. ქვეყნის კანონმდებლობით კი, საიმპერატორო ოჯახის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი რიგით მოქალაქეზე დაქორწინებით ტიტულს კარგავს.
30 წლის პრინცესა მაკომ შეყვარებულ კომუროსთან ნიშნობა ჯერ კიდევ 4 წლის წინ გამოაცხადა, თუმცა ამ ფაქტს საზოგადოებისგან გარკვეული უკმაყოფილება მოჰყვა. ამასთან პრესა აქტიურად წერდა სიძის ოჯახის ფინანსურ სკანდალზეც.
პრესკონფერენციაზე წყვილმა მათი ქორწინებით გამოწვეული პრობლემების გამო საზოგადოებას ბოდიშიც კი მოუხადა. როგორც ცნობილია, ახალდაქორწინებულები ნიუ-იორკში გაემგზავრებიან, სადაც პრინცესას მეუღლე იურიდიულ კომპანიაში მუშაობს.