დიდი თეთრი ზვიგენი, რომელიც იაპონიის ერთ–ერთ ოკეანარიუმში მოათავსეს, სამი დღის შემდეგ დაიღუპა. სამმეტრიანმა ზვიგენმა აკვარიუმში სამი დღე იცოცხლა. ზვიგენი კუნძულ ოკინავას მეთევზეებმა დაიჭირეს და ის ოკეანარიუმს მიჰყიდეს. თუმცა თევზმა აკვარიუმში დიდხანს ვერ იცოცხლა. მანამდე ოკეანარიუმში თეთრი ზვიგენების მოთავსების მცდელობა ამერიკელებს ჰქონდათ, მაგრამ ის ცხოველებიც რამდენიმე დღეში მოკვდნენ. იაპონიის ოკეანარიუმში მოთავსების შემდეგ თეთრი ზვიგენი არაფერს ჭამდა. დაღუპვამდე ის ჩვეულებრივად დაცურავდა, მაგრამ მოულოდნელად ფსკერზე დაეშვა და მოკვდა.