იაპონიის ერთ-ერთი ზოოპარკის ბინადარი – გორილა, სახელად შიბანი მანდილოსანმა ვიზიტორებმა „გორილის ყველაზე ლამაზ მამრად“ აღიარეს. გორილამ ასობით თაყვანისმცემელი ქალაბატონი გაიჩინა, რომლებმაც სოციალურ ქსელებში მისი ფან-კლუბიც კი შექმნეს. დამთვალიერებლების ყურადღება გორილის ქცევის უჩვეულო მანერამ და მისმა გარეგნულმა მონაცემებმა მიიპყრო.შაბანის კარგად განვითარებული კუნთები და ლამაზი შავი ბეწვი აქვს. მისი თაყვანისმცემლების თქმით, გორილას შეუძლია კამერის წინაშე პოზირება და განსაკუთრებით ჩაფიქრებული სახის მიღება უყვარს. თუმცა თაყვანისმცემელმა მანდილოსნებმა აშკარად დაიგვიანეს. შაბანის უკვე ჰყავს ორი მეუღლე და შვილები.