იაპონაიში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული არიანა მიამოტო „არაიაპონური“ გარეგნობისთვის გააკრიტიკეს. ნაგასაკის 20 წლის მკვიდრი იაპონიას „მის მსოფლიოზე“ წარადგენს. ზოგიერთი კრიტიკოსი ყურადღებას Miss Universe Japan-ის წარმომავლობაზე ამახვილებს. მიამოტოს დედა იაპონელია, ხოლო მამა – აფროამერიკელი. სილამაზის დედოფლის მიმართ უკვე ისმის რასისტული გამონათქვამები.