იაპონელებმა გამოიგონეს კბილის პასტა, რომელიც კბილში ყველა ნახვრეტს ამოგივსებთ და ასევე კბილის ემალს აღგიდგენთ

იაპონელმა მეცნიერმა კაზუე იამაგაშიმ შექმნა რევოლუციური გამოგონება პირადი ჰიგიენის სფეროში. ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph იტყობინება, რომ გამოგონებული კბილის პასტის საშუალებით შესაძლებელია სწრაფად და უმტკივნეულოდ ამოივსოს კბილის ნახვრეტები და ბზარები, ასევე, აღდგეს კბილის ემალი სტომატოლოგების გარეშე.
თავისი შემადგენლობით ის უტოლდება კბილის ემალს, და შესაძლოა მისი დატანება უშუალოდ კბილის ბზარზე. შემადგენლობა მიღებულ იქნა კბილის მთავარ შემადგენელ კომპონენტზე _ ჰიდროქსილის აპატიტზე (apatite) ექსპერიმენტების შედეგად. თავდაპირველად პასტის შემადგენელი მჟავა მსუბუქად იხსნება ემალის დაზიანებულ ზედაპირზე. სამი წუთის შემდეგ პასტა კრისტალდება, და ხელოვნული მასალა მყარად უერთდება ბუნებრივი ემალის სტრუქტურას. ამასთანავე, ეს არის კარგი ანტიბაქტერიული საშუალება. იაპონელი სტომატოლოგების მიერ ჩატარებული ტესტები გვიჩვენებს, რომ ამ გამოგონების საშუალებით ნამკურნალევი კბილი არაფრით განსხვავდება ჯანმრთელი კბილისგან, სხვაობა შეუმჩნეველია მიკროსკოპის საშუალებითაც კი…

წყარო: dainteresdit.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები