იაპონელები თოვლის ქანდაკებებს ქმნიან (ფოტოკოლაჟი)

იაპონიის მოქალაქეები უკვე 4 წელია, თოვლისგან სხვადასხვა ზომის და ფორმის ფიგურებს ქმნიან, მიუხედავად იმისა რომ ტოკიოში ყინვა -4 გრადუსამდეა დაცემული, მოსახლეობა თოვლისგან „თოვლის კაცის“ შექმნას მაინც განაგრძობს.
იაპონელები „თოვლის სკულპტურის“ გამდიდრებას ახალი იდეებით ცდილობენ, ისინი ნახშირისგან და სტაფილოსგან არა მხოლოდ ძველ „თოვლის კაცს“ აკეთებენ, არამედ ახალი ყინულოვანი ქანდაკების შექმნას ცდილობენ.
ახალგაზრდა ხელოვანები თოვლისგან, პოპულარული ფილმებისა და ვიდეო თამაშების გმირებს ქმნიან, მათ შორის „Star Wars“-ს და „Pokemon“-ს.
„BBC“ რამდენიმე მხატვრული მულტფილმიდან თოვლის ქანდაკებების ფოტოებს გვთავაზობს, რომლებიც სოციალურ მედიაშიც გავრცელებულია, მათ შორის ყურადღებით და დეტალურადაა შექმნილი თოვლის „მინიონები“.

კომენტარები

სხვა სიახლეები