თხა, სახელად ობამა, პრიმორიეში ტიმურთან და ამურთან ჩავა

თხა – სახელად ობამა, პრიმორიეს საფარი-პარკში, თხა ტიმურთან და ვეფხვ ამურთან ჩავა. ცხოველი, რომელსაც სახელი აშშ-ის პრეზიდენტის საპატივცემულოდ შეურჩიეს, სოჭში ცხოვრობს.
„ობამას მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტებს დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ. საჭირო იყო გარანტიები, რომ ობამა რაიმე ვირუსს არ შეიტანდა, რომ ობამას არ ჰყავს ჭიები და ა.შ”, – იწერებოდა ირონიულად საფარი-პარკის ანონსებში.
ცნობისთვის, ცხოველები, რომელთაც პოლიტიკოსების სახელებს არქმევენ, რუსეთში – ახალ ამბებში ხშირად ხვდებიან. სახელებში, როგორც წესი, ცხოველების პატრონები პოლიტიკური მოვლენების საკუთარ ხედვას აქსოვენ. მაგალითად, ყველის მწარმოებელ ოლეგ სიროტას, რომელმაც თავის დროზე პუტინს ევროპის საპასუხო სანქციების შემოღებისთვის მადლობა გადაუხადა, ჰყავს თხა, სახელად მერკელი. ერთხელ ოლეგ სიროტა თხა მერკელს ობამაზე „ათხოვებდა“, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები