,,თხა“ – საახალწლო სალათა




ინგრედიენტები:
ტუნეცის კონსერვი,
კარტოფილი – 4-5 ცალი,
სტაფილო – 2-3 ცალი,
ხახვი – 1 თავი,
ყველი – 150 გრ,
მაოინეზი – 250 გრ,
კვერცხი – 4-5 ცალი,
მარილი – გემოვნებით.
მოსართავად: ზეთისხილი, კამა, მოხაშული სტაფილო.


მომზადების წესი: კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოვხარშოთ. სტაფილო და კარტოფილი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. კვერცხის ცილა და გული გავაცალკეოთ და შემდეგ წვრილ სახეხზე გავხეხოთ. ხახვი დავჭრათ, ყველი – გავხეხოთ. კონსერვს ზეთი გადავასხათ. თეფშზე პირველ ფენად კარტოფილი მოვათავსოთ, თხის ფორმა მივცეთ და მაიონეზი წავუსვათ. მე-2 ფენა – თევზი. მე-3 ფენა – ხახვი. მე-4 ფენა – სტაფილო და მაიონეზი. მე-5 ფენა – ყველი და მაოინეზი. მე-6 ფენა კვერცხის ცილა. თხის თავი კვერცხის გულისგან გავაკეთოთ, თვალი – ზეთისხილით, რქები და ფეხები – სტაფილოთი. მაცივარში 2 -3 საათით მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები