“თქვით სიმართლე, რომელსაც გულით ატარებთ, დრო ხომ ასეთი ცოტაა” – კიანუ რივზის მორიგი ემოციური პოსტი

“კვირა +” გთავაზობთ, კიანუ რივზის მორიგ ემოციურ პოსტს, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.

“ჩემი მეგობრის დედა მთელი ცხოვრება ჯანსაღად იკვებებოდა, არ იღებდა ალკოჰოლს და ცხიმიან საკვებს, ყოველდღე ვარჯიშობდა, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, უჯერებდა ექიმის რჩევებს, არ ირუჯებოდა, თუკი მზის აბაზანებს იღებდა, ყოველთვის იყენებდა მზისგან დამცავ კრემებს – ასე, რომ ის ყველანაირად უფრთხილდებოდა საკუთარ თავს, ახლა ის 76 წლისაა და კანის კიბო, ძვლის კიბო და ქრონიკული ოსტეოპოროზი აქვს.

ჩემი მეგობრის მამა ხორცს, კარაქს და ცხიმს ეტანებოდა, არ ვარჯიშობდა, მზის გულზე ირუჯებოდა ყველანაირი დაცვის გარეშე, მოკლედ რომ ვთქვათ, სავსე ცხოვრებით იცხოვრა, ისე, როგორც თავად უნდოდა. ახლა ის 81 წლისაა და ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის ახალგაზრდასაც შეშურდებოდა.

ხალხი ვერ გაექცევა იმ შხამს, რაც სამყაროშია. ის აქაა, ის მოგნახავს და მოგწამლავს. ასე, რომ დაუჯერეთ ჩემი მეგობრის მომაკვდავი დედის სიტყვებს: “რომ მცოდნოდა, ჩემი ცხოვრება ასე წარიმართებოდა, სულ სხვანაირ წესს ავირჩევდი, ვიცხოვრებდი სავსე ცხოვრებით და ვისიამოვნებდი წვრილმანებით”.

თითოეულ ჩვენგანს სიკვდილი ელის, ასე, რომ შეწყვიტეთ დეტალებზე ჩაკირკიტება. მიირთვით გემრიელი საკვები, ისეირნეთ მზის გულზე, თქვით სიმართლე, რომელსაც გულით ატარებთ, როგორც საუნჯეს. იყავით სულელი. იყავით კეთილი. იყავით უცნაური. დრო ხომ ასეთი ცოტაა!”

კომენტარები

სხვა სიახლეები