“თქვენ მომკალით” – გოგოს, რომელიც მშობლების გადარჩენას ითხოვდა, ორივე მათგანი კორონავირუსისგან გარდაეცვალა

გუშინ სოციალურ ქსელში მარი კაკაურიძე წერდა, რომ მისი ორივე მშობელი კოვიდინფიცირებულია და მათ გადარჩენას ითხოვდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გოგონას ორივე მშობელი გარდაიცვალა.

“ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ! გახდნენ შეუძლოდ. მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკა “ბომონდში”. 3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში! თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად. ვრეკავ “112”-ში და ველოდები მათ 2 საათი. არავინ მოდის. ჩემით მიმყავს “გორმედის” კლინიკაში. გზაში გამიხდა უფრო ცუდად. ვიძახებ გორის სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში, დაახლოებით. მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! “გორმედში” მისულები 1 საათს, დაახლოებით, დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი, სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე! ახლა მამას სჭირდება სასწრაფო რეანიმაცია. 2 დღეა და არაფერია! “1505”-ს, “112”-ს მიმართეო, “112”-მა – ექიმები აგვარებენო, ექიმმა – შენ იპოვე ექიმიო! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი.

დედა,  დედას არ გაუკეთეს ტესტი, რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო! “ბომონდში’ თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში! მეორე დღეს ცუდად გახდა. გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს “უნიქალმედში!” იყო მიმღებში 2 დღე და არა – პალატაში! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს – არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა. მადლობა მის ექიმ  ვასო ფარცხალაძეს, შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია! ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსისა და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში! პირველივე სიმპტომიდან დაიწყეს მკურნალობა სახლში, თავიანთი ხარჯებით!”, – წერდა მარი კაკაურიძე.

დღეს კი მან დაწერა:

“თქვენ მომკალით, დეედიიი, მამიიი, მიკო რო არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ”, – წერს მარი კაკაურიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები