„თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს! „ – მამა გაბრიელი ბოლო ჟამისა და ანტიქრისტეს შესახებ

” …გამოცხადება ვნახე…უფალი ვნახე. ”საბაოთ”. ხელში გლობუსი ეჭირა,გლობუსზე კი დიდი ჯვარი იყო და იქიდან ხმა მოისმა:
-ბოლო ჟამს, ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს! სიყვარული ცხოველია(ცოცხალია), რომელიც კეთილი საქმის გარეშე კვდება; სიყვარულია ის ერთადერთი ძალა, რომლითაც ადამიანი შესძლებს გაუძლოს ანტიქრისტეს საცდურებს, ჯოჯოხეთის ნახევარი უკვე დედამიწაზეა, ანტიქრისტე კარებთან დგას და შემოგლეჯვას ცდილობს. თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და ყველგან იქნება დევნა.საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, ღვთისმშობელი დაიფარავს მას და ნაკლები დევნა იქნება, როდესაც გაგიჭირდებათ,ნუ შეგეშინდებათ, მე მოვა12272707_1080910848620425_855791796_nლ და მოგეხმარებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.ადრეც ეგონათ, რომ თითქოს ანტიქრისტე მოვიდა, მაგრამ ადრე არ იყო ნიშნები. ომები რომ იყო, ეს არ იყო ნიშანი,მაშინ არ იყო ციური სასწაულები და საყოველთაო განდგომა. განდგომა მწვალებლობის ტოლფასია.მალე მთელი მსოფლიო გაერთიანდება ანტიქრისტეს რიცხვით. ბოლო დროს ცაში ნუ დაუწყებთ ცქერას,რადგან ისეთი სასწაული მოხდება, შეცდებით და დაიღუპებით.
ანტიქრისტე დაბადებულია და მისი ბეჭედი არამარტო უხილავად, არამედ ხილულადაც დაესმება ადამიანს ხელზე და შუბლზე. მისთვის ტახტს უკვე ამზადებენ… ყოველ ადამიანს აღწერენ და თავის სიებში შეიტანენ. აღარავის შეეძლება მათ გარეშე ცხოვრება-ამქვეყნიური ძალაუფლება მათ ხელში გადავა. ნებისმიერ პროდუქტს დაადებენ თავიანთ ნიშანს, ჯერ ხაზებით, მერე კი აშკარად. ეს ხაზები უკვე ანტიქრისტეს ნიშანია და ფარულად კოდირებული სამი ექვსიანია. ნუ შეგეშინდებათ,ლოცვა თქვით, ასეთ პროდუქტებს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ…ეშმაკსაც, შეგიძლიან, ზურგზე შეაჯდე და ტაძრამდე მიაყვანინო თავი, ოღონდ დემონის შემოთავაზებული სიტყვა და საქმე არ მიიღო, რა კეთილადაც არ მოგეჩვენოს, თორემ ეშმას ხაფანგში გაებმები და დაიღუპები.
-მამა გაბრიელ თვითონ თუ იცის, რომ ანტიქრისტეა?
-მან კი იცის, შენ თუ მიხვდები?! გახსოვდეს, ანტიქრისტე ჯერ კარზე აკაკუნებს. როდესაც აკაკუნებენ რა უნდა ქნა?
-კარი უნდა გაუღო.
-კარებს რომ გააღებ და სტუმარს დაინახავ, რა უნდა უთხრა?
-მობრძანდით.
-ჰოდა, ბრძანებას ელოდებიან,ბრძანებას. ბრძანება გაიცემა და მოვა. ახლა კარები ღიაა უკვე. აღარ აკაკუნებს. კარებში დგას და ბრძანებას ელოდება. გახსოვდეს .
ანტიქრისტესაც ის გაჰყვება უკან, ვისაც მხოლოდ გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს მას. ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მომხრე ქუჩაშიც შიშველი ივლის, სირცხვილი აღარ ექნება.. ქრისტიანი წესიერად ჩაცმული იქნება, ამით იცნობენ და დევნას დაუწყებენ. კაცები ქალად იქცევიან უკვე და ქალები-კაცებად!..ახლა ისეთი ჟამი დგება, ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს. თუ ქალი ხარ, კაცი უნდა გახდე და თუ კაცი ხარ, გმირად უნდა იქცე!
ბოლოს უფალი საქართველოში სამ თესლს ჩამოაგდებს; პირველი-კაცებისთვის, შერცხვებათ თავის კაცობის, მეორე ქალებისთვის-შერცხვებათ თავის ქალობის, მესამე-ღვთის შიში დაეცემა ერს და მართლა მიხვდებიან, რომ ღმერთი არსებობს. ამ სიტყვების შემდეგ გაბრიელ ბერმა ხელები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა თავისი შედგენილი ლოცვა რომელიც მყისიერად ჩაიბეჭდა მსმენელის გონებასა და გულში:
-ღმერთო, გევედრები შენ,ზეციდან გვისმინე,პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლე უფალო შენს წინაშე ლოცვა და შენი წმინდა სჯულის დაცვა, რომ შენდამი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმინდა სჯულით ვიაროთ. დასასრული.”

წიგნიდან: ”თქვენი სიცოცხლე-ჩემი სიცოცხლეა”

კომენტარები

სხვა სიახლეები