ორი წლის ანიტას მდგომარეობა უცვლელია ოჯახის წევრები საზოგადოებას ლოცვას სთხოვს რათა გოგონა გამოჯანმრთელდეს.
ფეისბუქ ჯგუფი “ანიტასთვის”, რომელიც გოგონასთვის სპეციალურად შეიქმნა და სადაც მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ხშირად იწერება ასევე ახალი სივრცის შესახებ წერს სადაც საზოგადოება შეძლებს სხვა ბავშვების გადასასრჩენადაც იბრძოლონ.
ასევე ჯგუფის ადმინისტრაცია მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებს თავი შეიკავონ მწვავე სათაურებით გამოქვეყნებისგან.
“ანიტას მდგომარეობა უცვლელია.
გრძელდება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია სეფსისის დასაძლევად.
ამ ეტაპზე ისევ დგას დიალიზის საჭიროება.
უკეთებენ გადასხმას გულის კუმშვისა და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
თქვენ ერთხელ უკვე მოახდინეთ სასწაული, როდესაც ანიტა ინდოეთამდე ჩაფრინდა. ზუსტად ასეთი სასწაული გვჭირდება ახლაც!
ზოგი ხშირად ვლოცულობთ, ზოგი არც ისე, ზოგი საერთოდ არ ვლოცულობთ, მაგრამ ანიტას დედიკო ძალიან მორწმუნეა, ამიტომ, ყველას მთელი გულით გთხოვათ, ვისაც როგორ შეგიძლიათ ისე ვითხოვოთ ან უბრალოდ ვინატროთ ანიტას კარგად ყოფნა.
შეგახსენებთ, რომ შეიქმნა სივრცე სხვა ბავშვების დასახმარებლად, მიჰყევით ბმულს, ერთად ვაკეთოთ სიკეთე ანიტას სახელით!
➡️ https://bit.ly/2SY7aIk
აქვე, მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საინფორმაციო სააგენტოებს, მოერიდონ მწვავე სათაურების გამოქვეყნებას.
თქვენი სიყვარულის იმედი გვაქვს, რომელიც სასწაულებს ახდენს
#ანიტასთვის”.