“თქვენ არავის არსად გაერჭოთ თქვენი უსაქმური კრიტიკით” ალბი კორძაიასა და სალომე გოგიაშვილის დაპირისპირება

რამდენიმე დღის წინ კუს ტბაზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. კლუბ “ვიტამინის” მენეჯერი ლიკა კიკიანი ამტკიცებს, რომ ოცამდე პოლიციელმა სცემა. საქმეში საქართველოს პროკურატურა ჩაერთო.
საზოგადოებისათვის ცნობადი სახე ალბი კორძაია ამტკიცებს, რომ კიკიანი სიმართლეს ამბობს და იციოდე პოლიციელი თავადაც იხილა:”კუს ტბაზე სცემეს გოგო პოლიციელებმა. ახლახანს გაავრცელეს დაჭრილი ვიდეოები, სადაც არის აღნიშნული ორი პოლიციელი, რომელიც მიათრევს მაგ გოგონას და ნათქვამია, რომ აი ორი პოლციელია და ის გოგო არის მატყუარა. არა, ის გოგო არ არის მატყუარა. იმ ღამეს არ დამეძინა და გადავწყვიტე კუს ტბის ივენთზე წასვლა. გავაჩერე ტაქსი და რომ მივდიოდი გზაში კუს ტბის აღმართზე, გადაგვისწრო პოლიციის ოცმეთაურმა, ძალიან ისეთი სიგნალებით, აბგონებით და უკვე ზემოთ როცა ავედით იქ იყო თავმოყრილი ოცი და კი არა შეიძლება მეტი პოლიციელი. იქ იყო პოლციიის მანქანა, კრიმინალურის მანქანა, ოცმეთაურის უფროსი დიდ პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ თავზე. გააჩერა თუ არა ტაქსმა და ძალიან ბილწი სიტყვებით გადახედა ამ ტაქსისტს და ძალიან ბილწი სიტყვებით მიმართა. მაშინ არ ვიცოდი რა ხდებოდა საერთოდ, რომ დავინახე ამ პოლიციის აგრესია, რა თქმა უნდა ეგრევე გავეცალე. პოლიციელები იდგნენ, არ ვიცი რას ელოდებოდნენ. როდესაც ავედი უკვე ზემოთ, ხალხი უკვე დაშლილი იყო. მოვიდა გოგონა და თქვა დღეს ადრე უნდა დავიხუროთ, ჩვენი კლუბის მენეჯერი დაიჭირესო. მეთქი ერთი გოგონას დაჭერის გამო ამდენი პატრული, აგრესია გაურკვეველია ან ტაქსისტს რას ერჩოდნენ. მერე უკვე გავრცელდა მაგ გოგონას ვიდეო. ხალხო არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ რომ იქ იყო ორი პოლიციელი და ეს გოგო იტყუება. ჩემი თვალით ვნახე იქ თავმოყრილი პატრული, კრიმინალური და მართლა ძალიან აგრესიულად განწყობილები იყვნენ.ეს ფაქტი ასე უბრალოდ არ უნდა გავატაროთ. ასე არ უნდა ხდებოდეს.
ალბი კორძაიას ამ განცხადებას გამოეხმაურა სალომე გოგიაშვილი:ეს რამე აქციაა, თუ მოდაშია ვიდეოს ჩაწერა და ამით პიარის კეთება. რამეს რომ ყვებოდე კიდე ხო, მაგრამ 6 საათზე საცეკვაოდ წასვლა, იმიტომ რომ არ დაგეძინა, ამის მოყოლა რავიცი…. მე მეგონა რამეს მოგვიყვებოდი, თორემ ჩვენც ყველას გვინდა თუ ეს გოგონა დაზარალებულია დაისაჯოს ის ოცივე, თუ რამდენიც არიან, მაგრამ უაზრო, არაფრის მთქმელი, შემარცხვენელი ვიდეოებისაგან თავი შეიკავეთ. გოგოებო სირცხვილია … მთელი ქვეყნისთვის იმის მოყოლა როგორ დადიხართ ალიონზე საცეკვაოდ. უბრალოდ ჩემი კეთილი რჩევაა მეტი არაფერი… “

სალომე გოგოაშვილის კრიტიკამ ალბი გააღიზიანა და უპასუხოდაც არ დატოვა: “თქვენ აქ მარაზმატიკულად ბჭობთ, ჩემზე საზიღრობებს ამბობთ და ამ დრო, ჩემთან გამომძიებელი იყო, რომელმაც ჩვენება ჩაიწერა. იმ გოგოს საქმის გამოიებაში ეს მასალა გამოადგათ და თქვენ არავის არსად გაერჭოთ თქვენი უსაქმური კრიტიკით”

“რა ზრდილობიანი ახალგაზრდაა, შენ რომ არ გაერჭო კიდე სადმე შარში, მაგიტომ ჯობია დილის 6 საათზე სახლში ყოფნა. რამ გაგაბოროტა ჩემო კარგო ასეთმა, რომ უზრდელობასთან ერთად ისტერიკაშიც ხარ. თუ დაეხმარა შენი მოგზაურობა ალიონზე გამოძიებას მიხარია და ზოგადად ძალიან გამიხარდება თუ სამართალი იზეიმებს, ღმერთი თქვენსკენ… მაგრამ ვის ვთხოვ იყოს კორექტული, მეც მემგონი უძილო ვარ..”-დასძენს გოგიაშვილი.
“აქ ენის სისინით და ერთი ადგილის ფხანით, როგორ ეხმარები საზოგადოებას. აღარ შემიძლია ამდენი ჰუმანურობა. იმ გოგოს ცემის ფაქტის გამო, რომ არ ჩამეწერა ვიდეო, ვინ მიცნობდა საერთოდ, რა პოპულარობაზეა საუარი… ჩემი გამთენიისას კლუბში სიარული არავის საქმე არაა, ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს”-ეპაუხება ალბი.

წყარო: http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები