თქვენი ჰაუსი – შანელის ჩანთის ტარებას რა აზრი აქვს, თუ საცვალს არ/ვერ იცვლი? 

თქვენი ჰაუსის სახელით ცნობილი ფესბუქმომხმარებელი, რომელიც მედიცინისა და ფსიქოლოგიის შესახებ საინტერესო რჩევებს ხშირად გვიზიარებს, ამჯერად, სოციალური ქსელით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს სპეციალისტთან მკურნალობის სტიგმებზე გვესაუბრება

“ლაკონიურად ფსიქიკაზე:
ფსიქიკა ყველას გვაქვს
ფსიქიკა ყველაზე კომპლექსური ფუნქციონალური ორგანოა
შესაბამისად მასთან დაკავშირებული პრობლემები ისევე ბუნებრივია, როგორც მასთან დაკავშირებული არა პრობლემები
ფსიქიკას იკვლევს მეცნიერების რამდენიმე დარგი: ბიოლოგია, ბიოქიმია, ქიმია, ფსიქოლოგია, ნევროლოგია, ფსიქიატრია…
პირველ რიგში მაინც ფსიქოლოგია.
კბილები გვაქვს ყველას, ერთერთი ყველაზე მარტივი ორგანო.
მასთან დაკავშირებული პრობლემები ბუნებრივია.
კბილების სპეციალისტი კბილის ექიმია, იგივე სტომატოლოგი.
მასთან მისვლა შეიძლება ზოგს ეშინოდეს, მაგრამ ვინმეს უტყდება? ვინმე მალავს?
ხოდა, რატოა პრობლემატური ფსიქიკური პრობლემების დროს, რომელიც ყველა ადამიანს აქვს რაღაც დოზით და ფორმით რაღაც ეტაპზე, ფსიქოლოგთან მისვლა? და იმაზე საუბარი, რომ ფსიქიკაში დახმარება გჭირდება?
გადავიდეთ ნელნელა 21-ე საუკუნეში და თვალი გავუსწოროთ რეალობას!
ამოვყოთ თავი მითების, ჭორების, დეზინფორმაციის მავნე ჭაობიდან!
როგორც ფეხი შეიძლება მოგვტყდეს და მოვხვდეთ ტრავმატოლოგთან, ისე შეიძლება მოგვტყდეს ფსიქიკა და დაგვჭირდეს ფსიქოტრავმატოლოგი
დეპრესია, შფოთვა, შიშები, უძილობა… ეს ყველაფერი იმაზე ბეეეეევრად გავრცელებული და ხშირია, ვიდრე ჩანს ან გვგონია

დაფიქრდი: შენი შვილი, მეუღლე, მეგობარი, მშობელი, და, ძმა ცუდადაა და ვერ გეუბნება ამას, იმიტომ რომ ჰგონია, რომ ვერ გაუგებ მის შიშს, დეპრესიას, უიმედობას…
იგივე შენი უახლოესი ადამიანი ჩემი პაციენტია და შენ ამას ვერ გეუბნება, იმიტომ რომ რცხვენია, ეშენია, უყტდება, არ გაწუხებს, არ თვლის, რომ რამეს მოიტანს…

ფაქტობრივად არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა, აქვს ან/და ექნება პრობლემები ფსიქურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
უბრალოდ თქვენ ეს არ იცით, რადგან:

1. ბევრს არ ეტყობა
2. ბევრი ამას მალავს
3. ბევრს ოსტატური ფასადი აქვს მორგებული
4. სტატიკა ყოველთვის იმაზე ცოტას აჩვენებს, ვიდრე ნამდვილად არის.
5. ზოგმა კი არც იცის, რომ ფსიქიკური პრობლემა აქვს.

მე კი ჩემს გარშემო და იმის მიღმა სულ ყველა მესაუბრება თავის პრობლემებზე და შესაბამისად ვიცი, რომ ეს პრობლემები იგივე ნაირად გავრცელებულია, როგორც თავის ტკივილი, სურდო, ალერგია თუ გულძმარვა.

აუცილებლად უნდა დავამსხვრიოთ ფსიქიკასთან, ფსიქოლოგიასთან, ფსიქოთერაპიასთან, ფსიქიატრიასთან დაკავშირებული სტიგმა.

სხვანაირად დავიტანჯებით და დავტანჯავთ!

შანელის ჩანთის ტარებას რა აზრი აქვს, თუ საცვალს არ/ვერ იცვლი?

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ”- წერს თქვენი ჰაუსი.

კომენტარები

სხვა სიახლეები