თქვენი ბავშვი “უჭმელია” თუ სულ შია? – როგორ გავარჩიოთ მადის პრობლემები კვებითი აშლილობის ნიშნებისგან და როდისაა ოჯახის ბრალი ბავშვის არასწორი კვებითი ჩვევები

“სანამ წვნიანს არ დაასრულებ, სუფრიდან არ ადგები!”, “დღეს საბავშვო ბაღში რომ არ იტირე, შოკოლადს გიყიდი”, “რამდენს ჭამ, სარკეში არ იყურები?” … გეცნობათ ეს ფრაზები? იყენებთ მათ? თქვენ თუ არა, თქვენს უახლოეს გარემოში ხშირად მოისმენთ მათ დედებისგან და ბებიებისგან, ზოგჯერ მამებისგან.

გემრიელი და მრავალფეროვანი საკვები, ნაცვლად მისი მთავარი ფუნქციისა, ენერგიით უზრუნველყოს ორგანიზმი, დღეს ბევრისთვის წახალისების ან დასჯის საშუალებად იქცა. საკვები უკვე ძლიერად არის დაკავშირებული როგორც კარგ, ასევე უარყოფით ემოციებთან. როგორ გავზარდოთ ბავშვი ისე, რომ მას ბავშვობიდანვე განუვითარდეს სწორი დამოკიდებულება კვების მიმართ და რა არ უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ საკვები ბავშვის ემოციური აშლილობის, ანუ კვებითი აშლილობის მიზეზი არ გახდეს.

რა არის კვებითი აშლილობა?ეს არის დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც თან ახლავს საკვების პათოლოგიურად მიღება. მთავარი მიზეზი არის ფსიქიკური პათოლოგია, რომელიც შეიძლება გააქტიურდეს სხვადასხვა ფაქტორების გავლენით: სტრესი, ფსიქოლოგიური ტრავმა, შეიძლება ასოცირდებოდეს განათლების პრინციპებთან, თანამედროვე საზოგადოების მიერ დაწესებულ სილამაზის სტანდარტებთან.

არსებობს კვებითი აშლილობის 3 ძირითადი ტიპი არსებობს (EDD). თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული გამოვლინებები:

ანორექსია – უარი საკვებზე ან მის მკვეთრი შეზღუდვა.
ბულიმია – ადამიანი ჭამს საკვებს დიდი რაოდენობით, რის შემდეგაც იწყებს მის ორგანიზმის გამოდევნას ხელოვნურად გამოწვეული ღებინებით ან საფაღარათო და შარდმდენი საშუალებებით.
იძულებითი გადაჭარბებული კვება – ადამიანი არ აკონტროლებს საკუთარ თავს ჭამის დროს და ჭარბად ჭამს მანამ, სანამ კუჭში დისკომფორტს არ იგძნობს. დისკომფორტის მიუხედავად, არ ცდილობს ორგანიზმიდან მიღებული საკვების გამოდევნას და არც ზედმეტი კალორიების მოცილებაზე ფიქრობს.
ანორექსია ითვლება ყველაზე საშიშ კვებით აშლილობად – მისით გამოწვეული ლეტალობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფსიქიკური აშლილობისას. ყოველწლიურად მსოფლიოში გოგონების 5% იღუპება ანორექსიით.

მშობლების შეცდომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში კვებითი აშლილობის განვითარება:
1. დაძალება

ეს არის მშობლების ყველაზე გავრცელებული ჩვევა. ბავშვმა უკვე შეჭამა, ან არ სურს კერძის გასინჯვა, მაგრამ მშობლები აიძულებენ მეტი შეჭამოს და ეხვეწებიან: „ერთი კოვზი მამას ხათრით, კოვზი დედას ხათრით“. მაგრამ ბავშვები ინტუიციურად გრძნობენ, რამდენის უნდა შეჭამონ.

2. ზედმეტი კვება

მშობლებს ეჩვენებათ, რომ მათი შვილი ძალიან ცოტას ჭამს, ცუდი მადა აქვს, წონაში არ იმატებს, ძალიან გამხდარია. და არწმუნებენ, აიძულებენ, აჭმევენ. ან ბავშვობიდანვე უნერგავენ საკვებით განებივრების ჩვევას, მაგალითად, კარგი საქციელისთვის კანფეტი, ან რაიმეს წახალისება საკვებით.

3. შეზღუდვა პროდუქტებში

ან საპირისპირო სიტუაცია – ბავშვს მკაცრ შეზღუდვებს უწესებენ და ძალდატანებით უყალიბებენ სწორი კვების (რაც მშობლებს ჰგონიათ სწორი) კულტურა. მაგალითად, არ აჭმევენ ტკბილეულს, ცომეულს. შემწვარ-მოხრაკულის ნაცვლად ორთქლზე მოთუშულ ბოსტნეულს. მოხარშული ბოსტნეული სასარგებლოა, მაგრამ თუ ბავშვს ყველანაირად დაბალანსებული გემოები სჭირდება, გამუდმებით “დიეტაზე” ყოფნა ბავშვის ფსიქიკისთვის დიდი ტვირთია.

4. აკრიტიკებენ გარეგნობის გამო

თუ ბავშვი ჭარბად ჭამს და შესამჩნევად იმატებს წონაში, საჭიროა მასთან საუბარი, მაგრამ მეგობრული ტონით, დაშინებისა და სიმკაცრის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ საპირისპირო ეფექტს – ბავშვი, განსაკუთრებით გოგონები, იწყებენ წონის დაკლებას და შეუძლიათ ანორექსიაამდე მიიყვანონ საკუთარი სხეული. თუ მშობლებმა არ იციან როგორ მოიქცნენ ასეთ სიტუაციაში, ჯობის ფსიქოლოგს მიმარტონ და ყველაფერი ინერციით არ მიუშვან.

5. კონტროლი

რა თქმა უნდა, მშობელმა უნდა აკონტროლოს, როგორ, როდის და რამდენს ჭამს ბავშვი. მაგრამ ეს გონიუვრულ და ზომიერების ფარგლებში უნდა გააკეთოთ.

6. ჭამის დროს მულტფილმების ყურება

ძალიან ბევრ ოჯახში ბავშვი ჭამის დროს მულტფილმებს ტელევიზორში ან გაჯეტზე უყურებს. სამწუხაროდ, კვებისას გართობით ბავშვი ვეღარ გრძნობს საკვებს, ვერც დანაყრების გრძნობას აკონტროლებს, ჭამს “მექანიკურად” და როგორც წესი, ჭარბად, რადგან თეფშს მშობელი გულუხვად უვსებს, რომელიც ბოლომდე უნდა დაცალოს. სამომავლოდ ეს გაჯეტებზე დამოკიდებულებასაც აყალიბებს.

7. ყოველდღიური რეჟიმის არქონა

ბავშვს არ აქვს ყოველდღიური რეჟიმი, არ აქვს განსაზღვრული ჭამის დრო, ის ჭამს სიარულში, როცა რაღაც ნუგბარს მოჰკრავს თვალს, შეიძლება მუდმივად პირში ედოს რაღაც, მაგრამ სრულფასოვან საუზმესა და სადილს არ ჭამს. რეჟიმი აუცილებელია და ჭამათა შორის შუალედში კვება შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე უნდა შეამციროთ.

8. არასწორი მაგალითის მიცემა

თუ მშობლები აკონტროლებენ წონას, მკაცრად ზღუდავენ საკუთარ თავს საკვებში ან პირიქით, ყოველგვარი რეჟიმის გამო, ყველანაირ სიტუაციაში ჭამენ, ბავშვი მომავალში აუცილებლად გაიმეორებს მათ ქცევას. არსებობს რისკი, რომ განსაკუთრებით დედის ჩვევა ახდენს გავლენას ანორექსიის ჩამოყალიბებაზე.

ბავშვებში კვების ქცევის ჩამოყალიბება ჩვილობიდან უნდა დაიწყოს. არ უნდა გეგონოთ, რომ სწორი რეჟიმი ასაკთან ერთად თავისით მოვა. ბავშვობაში ფესვგადგმული ჩვევები რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე და ზრდასრულ ასაკში მათი მოშორება საკმაოდ რთულია.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები