„თქვენია? გილოცავთ” – შოკისმომგვრელი რეაქციები, 12 წლის გოგონასა და შუახნის მამაკაცის ქორწინებაზე (ფოტოკოლაჟი)
საქველმოქმედო ქალთა ორგანიზაცია KAFA-ს მიერ ბეირუთში დადგმულ პერფომანსს, რომელიც შუახნის მამაკაცისა და 12 წლის გოგონას ცრუ ქორწინებას ეხებოდა, ადგილობრივებისგან შოკისმომგვრელი რეაქციები მოჰყვა. ისინი მამაკაცს, რომელიც მეუღლეს პაპად უფრო ეკუთვნოდა, არჩევანს უწონებდნენ და ულოცავდნენ, – ამის შესახებ გამოცემა “დეილი მეილი” წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, “ახალდაქორწინებულები” ღია ცის ქვეშ, გამვლელების თვალწინ, ფოტოობიექტივის წინ პოზიორობდნენ. 12 წლის ბავშვი და მისი შუახნის მეუღლე მშვიდად იდგნენ შუა ქალაქში და იღებდნენ მილოცვებს. ადგილობრივები მამაკაცს ეკითხებოდნენ: ” თქვენია? გილოცავთ”. ერთმა გამვლელმა ქალმა შეიცხადა: “რა კანონი? მე მიმყავს ეს გოგონა, როგორ დავტოვო? ის ხომ ჩემს ქალიშვილს მაგონებს”. ერთმა კაცმა ფოტოგრაფს ჰკითხა, არის თუ არა ბედნიერი, როცა ამ სცენას იღებს.
სიძე კი მშვიდად იდგა და ამბობდა: „ეს არ არის თქვენი საქმე. ჩემი მეუღლის მშობლების ნებართვით ჩვენ ერთად ვართ”.
ერთმა გამვლელმა კაცმა კი განაცხადა, რომ გოგონას მშობლები კრიმინალები არიან.
ორგანიზაცია KAFA-მ ამ ცრუ ქორწილის მეშვეობით ლიბანის მწვავე პრობლემა ძალიან მძაფრად წარმოაჩინა. ამ წარმოდგენით ორგანიზაციამ დაგმო ლიბანელი გოგონების ნაადრევ ასაკში ქორწინება, მით უფრო, მამაკაცებზე, რომლებიც გოგონებს მამად, ან პაპად ეკუთვნიან. KAFA-მ ამ წარმოდგენით გამოხატა სურვილი, დასრულდეს გოგონების ნაადრევ ასაკში იძულებით დაქორწინების პრაქტიკა.