თუ შინაური ცხოველები გყავთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ეს სტატია! (ფოტო)

ბევრს ჰყავს სახლში შინაური ცხოველები და ძალიანაც უყვარს. ზოგი იმდენად ეჩვევა, საწოლშიც იწვენს ძაღლს, კატას. ბავშვებსაც უყვართ მათთან მეტისმეტად ახლო ურთიერთობა. მაგრამ სანამ კიდევ ერთხელ შეუშვებთ შინაურ ცხოველს საწოლში, ეს სტატია წაიკითხეთ, რათა საკუთარი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩააგდოთ.
საქმე ის არის, რომ გაზაფხულზე განსაკუთრებით აქტიურდებიან ტკიპები და ”საბრძოლველად” გამოდიან. ჩვენი შინაური ცხოველები სეირნობის დროს, მათთვის ძალიან იოლი ნადავლია. ტკიპა ბალახშია გარინდებული და ელოდება მიახლოებულ ცხოველს, ან ადამიანს, რომ სწრაფად გადაბარგდეს, ჩაასოს საცეცები და დაბინავდეს მის კანში. ცხოველის ბეწვში ის ადვილად ახერხებს დამალვას და დამკვიდრებასაც.
შეიძლება, კარგადაც უვლით ცხოველებს და მუდამ ამუშავებთ პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებებით, მაინც ადვილი შესაძლებელია, რომ მათ ტკიპა, ან რწყილი სახლში მოიყვანონ.
განსაკუთრებით საშიშია ამ დროს ტკიპის ნაკბენი. მას ისეთი საშიში დაავადებები გადააქვს, როგორიცაა ტკიპის ენცეფალიტი, ყირიმ-კონგოს ვირუსი, მუცლის ტიფი, ბორელიოზი და სხვა ინფექციები. ასე რომ, ყოველთვის იყავით ფრთხილად და ყველა გასეირნების შემდეგ ცხოველი კარგად დაათვალიერეთ. განსაკუთრებით დაუთვალიერეთ კანი კიდურების მოსახრელებში, კისერზე, ყურების უკან, იმ ადგილებში, სადაც კანი განსაკუთრებით ნაზია. შეიძლება, სხვადასხვა საშუალების მისხურებით ტკიპა კანში არ ჩაესოს, მაგრამ იატაკზე დავარდეს და იქიდანაც მოახერხოს ადამიანზე გადაცოცება. ხოლო თუ საწოლშიც იწვენთ ცხოველს, ეს კიდევ ათგზის ზრდის შანსს.
გარდა იმისა, რომ ყოველი გასეირნების შემდეგ გაასუფთავოთ ცხოველი და, ზოგადად, დაიცვათ მისი ჰიგიენა და სხვა წესები, მაქსიმალურად ეცადეთ, მას თავისი მოხერხებული დასაწოლი ადგილი ჰქონდეს და არ წვებოდეს ყველგან, სადაც მოუხერხდება.

rckil-tkipa

წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები