თუ ქმართან გაყრა, ან ცოლთან დაშორება გსურთ, ამ ეკლესიაში 2 კვირით უნდა დარჩეთ (ფოტოკოლაჟი)

მოვლენა, რომელიც გამაოგნებელი შედეგით სრულდება. თუ თქვენ ოჯახში და პირად ურთიერთობებში საყვარელ ადამიანთან პრობლემები გაქვთ, აუცილებლად რუმინეთს უნდა ეწვიოთ. რუმინეთის ერთ-ერთ პატარა სოფელ ბიერტანში არის ეკლესია, რომელშიც გამოყოფილია ერთი ადგილი, რასაც გაყრის/შერიგების ოთახს უწოდებენ.
ამ ოთახში შედის დაქორწინებული წყვილი, რომელთაც დაშორება სურთ. ისინი ერთად 14 დღეს ატარებენ. ოთახში არის პატარა საწოლი, ერთი მაგიდა, ერთი სკამი, ერთი კოვზი და ერთი თეფში.
შედეგი გამაოგნებელთან ერთად, სრულიად ამოუცნობია. 300 წლის განმავლობაში, ამ ოთახში შესული ხალხიდან, რომელთაც ერთად თანაცხოვრება აღარ სურდათ, მხოლოდ ერთადერთი წყვილი გაიყარა.
ბიერტანი სასწაულმოქმედთან ერთად, ძველი ტრანსილვანიის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ ეკლესიადაც მიიჩნევა. ძველი საქსები ამ ადგილას XIII საუკუნეში დასახლდნენ. ოფიციალურ დოკუმენტებში ბიერტანი უნგრეთის მეფის 1224 წლით დათარიღებულ ქარტიაშია მოხსენიებული. ეკლესია 1490-1516 წლებში, გვიანდელი გოთიკური სტილითაა ნაშენი. იგი ლუთერანი ეპისკოპოსის რეზიდენციას წარმოადგენდა. ეკლესია არასდროს დარბეულა. შუა საუკუნეების ინტერიერმა, საკურთხეველმა და მოჩუქურთმებულმა ხის სკამებმა დროის სვლას გაუძლო. აქ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მე-15 საუკუნეში იყო. ეკლესია გორაკზე, სოფლის ცენტრშია აღმართული და გარშემორტყმულია ძველი სახლებით, კოშკებითა და ცეხე-გალავანით. საქსონელების მიერ ეკლესიის გამაგრება, მათ ცხოვრებისეულ სპეციფიკასთანაა დაკავშირებული – დაეცვათ დასახლება თურქების თარეშისაგან. მტრის ხანგრძლივი ალყის დროს, მოსახლეობა თავს სწორედ ამ ეკლესიასა და მის გალავანს აფარებდა. ავბედობის ჟამისთვის იქ კვებისა და იარაღის საკმაო მარაგი იყო დაცული. ბიერტანის ციხე-გალავანი გამაგრებული და დაცული ეკლესიის ნათელი მაგალითია. ამიტომაც გასაკვირი არაა, როდესაც ეს სასწაულმოქმედი ეკლესია აღიარებულია მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საერთაშორისო ორგანიზაცია „იუნესკოს“ მიერ. ეს ყოველივე კი, ისტორიული და არქიტექტურული თვალსაზრისით, მის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
ამიტომაც, თუ ცოლი გამუდმებით ნერვებს გიშლით, ან ქმარი მეტისმეტად აუტანელი გახდა, რის გამოც მასთან გაყრა, ან იქნებ შერიგებაც გსურთ, 2 კვირა თქვენს კონფლიქტურ მეორე ნახევართან ამ ეკლესიის პატარა საკანში უნდა დაჰყოთ და მაინც, თუ ღმერთი გაგიწყრათ და თქვენ ურთიერთობებს ბიერტანის სასაწაულმოქმედმა ეკლესიამაც ვერ უშველა და გაიყრებით, სამახსოვროდ შუა-საუკუნის უნიკალური არქიტექტურული კომპლექსის ნახვის სიამოვნება მაინც დაგრჩებათ.

1 4 big.photo (1) big.photo (2) big.photo (3) big.photo (4) big.photo (5) big.photo (6) big.photo (7) big.photo (8) big.photo (9) big.photo (10) big.photo (11) big.photo (12) big.photo (13) big.photo (14) big.photo (15) big.photo (16) big.photo (17) big.photo (18) big.photo (19) big.photo (20) big.photo (21) big.photo (22) big.photo (23) big.photo (24) big.photo (25) big.photo (26) big.photo (27) big.photo (28) big.photo (29) big.photo (30) big.photo Tserkov-krepost-Berta (1) Tserkov-krepost-Berta

კომენტარები

სხვა სიახლეები