“თუ ქალს არ უნდა ვერავინ ვერ დააძალებს, პაპუნას მადლობა აქეთ გადაუხადოს იმ ქალმა”

ცისნამი საყვარლიშვილი პაპუნა უგრეხელიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ამ ბოლო დროს ბევრი მსჯელობა მიდის სექსუალურ შევიწროვებაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი აზრი მეც გამაჩნია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ როგორ უნდა უნდოდეს კაცს ყველანაირი ჯიშის ქალთან სქესობრივი აქტი? რაღაც ხომ მაინც უნდა იზიდავდეს მასში? ქალი ხომ უნდა იყოს ძალიან #atractive რომ კაცს გული მიუვიდეს. თუ ფიზიკური კონტაქტი არ არის, სხეულებს ერთმანეთი არ მოსწონთ, ძალით რაფერ უნდა გქონდეს სექსი?!
მეორე – მე ასე მესმის, რომ თუ ქალს არ უნდა ვერავინ ვერ დააძალებს, ვერაფერს. აბა, ვინმემ რამე გამიბედოს, ცემით ამოვხდი სულს. იმ ანგელოზივით ბიჭს, პაპუნას, რა გვარია? შემახსენეთ ერთი. რომ აბრალებთ ქალზე იძალადაო, მე პირადად არ მჯერა. მადლობა აქეთ გადაუხადოს იმ ქალმა, ასეთი #yummy გარეგნობის და ფიზიკური მონაცემების კაცთან ჰქონდა ლოგინი და დარწმუნებული ვარ კარგადაც ისიამოვნებდა! ქალებო, თქვენ თუ არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ხოდა ჭკვიანათ მოიქეცით და ნუ ანგრევთ სხვის ავტორიტეტსა და ცხოვრებას. ზოგი ქალი ისეთი ბოროტია, რომ ოღონდაც ის კაცი სულ მისი იყოს, იტყუება და ცილსსწამებს. მე ასე მესმის, ეს ამბავი და თქვენი ჭირიმეთ, განსხვავებული აზრის გამო, ჯვარს ნუ მაცვავთ. აბა ჰე, წარმატებები ყველას!
P.S. შესწორება შემატანინეს სტატუსში, იმ ქალს პაპუნასთან სექსი არ ჰქონია, უბრალოდ ავიწროვებდაო. უკაცრავად, მე ვერ გამიგია სწორად, მარა მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ქალს თუ არ უნდა კაცი ფეხებს ვერ მოსჭამს!” – წერს საყვარლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი ნიუ იორკში მისის ტურიზმის საერთაშორისო კონკურსში საქართველოს სახელით იღებდა მონაწილეობას მან ტიტულიც მოიპოვა თუმცა მოგვიანებით ის რასიზმში დაადანაშაულეს და ტიტულიც ჩამოართვეს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები