თუ ქალი დამოუკიდებლად აკეთებს ყველაფერს, ის კარგავს ქალურობას და დედაკაცად ყალიბდება – ირაკლი წერეთელი
პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმაზე, თუ რა მოსწონს მას ქალში.
„ქალში, უპირველეს ყოვლისა, ვაფასებ მშვენებას და სილამაზეს. კარგია, თუ ხორციელ სილამაზეს სულიერი სილამაზეც ახლავს, რადგან მძიმე ხასიათის ქალთან ცოტა რთულია ურთიერთობა. ქალს არ ვთხოვ დიდ გამბედაობას. მიყვარს ისეთი ქალები, რომლებიც კარგი გაგებით, დამოკიდებულები არიან მამაკაცზე. თუ ქალი დამოუკიდებლად აკეთებს ყველაფერს, ის კარგავს ქალურობას და დედაკაცად ყალიბდება“, – ამბობს წერეთელი.
წყარო:”თბილისელები”