“თუ უმაღლესში ვერ ჩავაბარე, საქმროს გაცნობა მაინც შემრჩება” – რას ამბობს აბიტურიენტი გოგონა, რომელსაც სიყვარული აუხსნეს
აბიტურიენტ გოგონას გორის საგამოცდო ცენტრში სიყვარული აუხსნეს.
როგორც ნინო დალაქიშვილი ყვება, გვერდით მჯდომმა ბიჭმა ის კაფეში დაპატიჟა და უთხრა, რომ ძალიან საყვარელი იყო. გოგონას თქმით, გამოცდაზე მშიერი მივიდა და მისმა მუცელმა უხერხული ხმა გამოსცა, რის შემდეგაც ბიჭმა ჰკითხა, მშიერი იყო თუ არა.
“გამოცდის დროს ჩემმა მუცელმა რაღაცნაირი ხმა გამოსცა, გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ბიჭმა კი მკითხა, მშიერი ხომ არ ვიყავი. მე ვუპასუხე, კი-თქო და მითხრა, რომ ძალიან საყვარელი ვიყავი და გამოცდის შემდეგ კაფეში დამპატიჟებდა. ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა და თუ უმაღლესში ვერ ჩავაბარე, მომავალი საქმროს გაცნობა ხომ მაინც შემრჩება“, – ამბობს ნინო დალაქიშვილი edu.aris.ge – სთან ინტერვიუში.