“თუ ტემპერატურა აგიწევს, არ დარეკო იმ წუთში “112-ში“– იმნაძის მიმართვა საზოგადოებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს:

„ჩვენი მოსახლეობის შეგნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მარტო დისტანციის დაცვასა და ნიღბის ტარებაში, არამედ თუ ტემპერატურა აგიწევს, არ დარეკო იმ წუთში “112”-ში, თუ არ თვლი, რომ ნამდვილად კორონიანთან გქონდა კონტაქტი და თვითიზოლაციაში გადახვიდე. შესაძლოა, ამ დროს ვიღაცას მართლაც სჭირდება სასწრაფო და ის თქვენი ზარით არის დაკავებული. ეს უნდა ითქვას, რეალობაა“, – განაცხადა იმნაძემ ,,პალიტრანიუსის,, ეთერში.

კომენტარები

სხვა სიახლეები