“თუ ოჯახის წევრებიც სხვადასხვა დროს ისადილებენ, ეს იქნება ძალიან კარგი” – დავით გადელია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის დავით გადელიას განცხადებით, სასურველია დისტანცია ოჯახის წევრებმაც დაიცვან.

მისი თქმით, ოჯახურ რიტუალებს უნდა მოვერიდოთ და სხვადასხვა დროს უნდა ვისადილოთ.

„პირველივე დღიდან ჩვენ ექიმები ვამბობთ, ძალიან რთულია და შეიძლება ითქვას, ოჯახის პირობებში გასაკვირი რამე, მაგრამ თუ ოჯახის წევრებიც სხვადასხვა დროს ისადილებენ, ეს იქნება ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, ოჯახის სიმშვიდისთვის არა, მაგრამ…”, – განაცხადა დავით გადელიამ „რუსთავი 2-ის” ეთერში.

კომენტარები

სხვა სიახლეები