თუ მუშაობა მოგბეზრდათ

ყველაზე საყვარელი საქმეც კი როდესმე მომაბეზრებელი, გამაღიზიანებელი და დამღლელი გახდება. თუ ერთ დღეს ყველაფრის მიტოვება მოგინდათ, ე.ი. დადგა დრო თვითმოტივაციას მიმართოთ!

happy-workerალბათ ეს სიტუაცია ყველასთვის ნაცნობია: გუშინ ოფისში სიხარულით მიდიოდით, დღეს კი ერთი სული გაქვთ, შესვენება როდის დადგება. ანგარიში გაქვთ დასამთავრებელი, თქვენ კი ამაზე ფიქრიც ცუდად გხდით და გინდათ, რაც შეიძლება მალე მოშორდეთ ყველანაირ კომპიუტერს, ფაქსსა და ქსეროქსს, მაგრამ სამწუხაროდ ამ მომენტში შვებულების მოთხოვნა სამსახურიდან წასვლის განცხადების დაწერას ნიშნავს.

ნებისმიერი საქმე, ყველაზე დინამიურიც კი, გარკვეულწილად რუტინას შეიცავს. ამიტომაც საყვარელი საქმისადმი გულგრილობის გაჩენა ბუნებრივი მოვლენაა, მთავარია, ეს ჩვევად არ გადაგექცეთ. თუ ამ კონკრეტულ ორგანიზაციასა და პოზიციაზე მუშაობა გინდათ, საჭიროა განწყობის გაუარესებას თავადვე შეებრძოლოთ. რასაკვირველია, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თვითმოტივაციის ერთიანი რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ არის ვარიანტები, საიდანაც არჩევანი თქვენი გემოვნებისა და ფსიქოტიპის მიხედვით შეგიძლიათ გააკეთოთ.

მასშტაბური ფანტაზიები

ჯერ კიდევ გასაუბრებაზე იცოდით, რომ ეს სამუშაო უნიკალურ შანსს და უსაზღვრო შესაძლებლობებს გთავაზობდათ. ასეთ პოზიციაზე მეათე კლასიდან ოცნებობდით და თავიდან დასვენების დღეების გარეშე მუშაობისთვისაც მზად იყავით. და ასე აკეთებდით კიდეც! სანამ არ გადაიწვით, გადაიღალეთ და მოკლედ რომ ვთქვათ, არ „ჩაიფუშეთ“! ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რაც უფრო სწრაფად და აქტიურად იწყებს ადამიანი მონიშნული სიმაღლისკენ სწრაფვას, ძალების დაკარგვის რისკი, ყოვედღიური, მკაცრი დედლაინების დევნაში, მით უფრო მეტია. თუმცა მოტივაციის დაბრუნება რთული არ არის – უბრალოდ ხშირად იოცნებეთ!

space

რაც მეტად გადაეშვებით ფანტაზიებში თქვენს მომავალ წარმატებებსა და მიღწევებზე, მით უფრო ნათლად აღიქვამთ და დაინახავთ მიზანს, რომლის მისაღწევადაც დაღლილობისა და მოწყენილობის დაძლევა და ყოველდღიური რუტინისHill  მოთმენა გჭირდებათ.

ამერიკელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ნაპოლეონ ჰილი გვირჩევს: „ელოლიავეთ თქვენს ოცნებებსა და ხილვებს, ისინი წარმატებისაკენ გზას გაგიკვლევენ“.

პატარა ნაბიჯები

მასშტაბური მიზნების დასახვა და რაც მთავარია, შორს მიმავალი გეგმების რეალიზაციის რწმენა, ყოველთვის არ გამოდის. როდესაც „მშვენიერი მომავლის“ ამ კონკრეტული ადგილიდან დანახვა და დატკბობა არ გამოგდით, თვითმოტივაციის სხვა მეთოდი უნდა გამოიყენოთ, რაც არა დიადი და შორეული მიზნების, არამედ მოკრძალებული, უფრო იოლად მისაღწევი გეგმების დასახვას გულისხმობს. აი მაგალითად, იმუშავეთ ორი საათი შეუსვენებლად, შემდეგ კი თავს ცოტა მოშვების ნება მიეცით. ეს ე.წ. „პატარა სიხარულების“ პრინციპია. მასში შეიძლება გავაერთიანოთ გემრიელი ჩაის დალევა, სასიამოვნო საუბარი კოლეგებთან, სუფთა ჰაერზე გასეირნება ან საინტერესო ჟურნალის დათვალიერება. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ამ მომენტში ტვინი ისვენებს და რუტინულ საქმესთან დაბრუნება უფრო იოლი ხდება. ბევრი ადამიანისთვის პატარა სიხარულებით მოტივირება გაცილებით მიღწევადია, ვიდრე დიდი გეგმების დასახვით თავის გამხნევება.

lazy-worker-2

წარმატება დიდიც შეიძლება იყოს და პატარაც, ამიტომ მოუფიქრეთ საკუთარ თავს ჯილდო, რომელსაც საქმის გაკეთების შემდეგ მიიღებთ. ეძებეთ რუტინული საქმის კეთებისას თუნდაც მინიმალური, მაგრამ აშკარა სარგებელი. მაგალითად, იფიქრეთ, რომ თუ ამ საქმეს უცებ გააკეთებთ, ერთი პრობლემით ნაკლები გექნებათ. ხანდახან ისეთი მარტივი მოტივაციაც კი, როგორიცაა ფრაზა „და საკუთარი თავით ვიამაყებ“ კარგად მუშაობს. მთავარია, სწორი ფორმულირება მისცეთ და აღმოაჩინოთ, რა არის მართლაც მნიშვნელოვანი იმ მომენტისთვის.

გაიხსენეთ თქვენი წარმატებები

ხანდახან მოტივაცია წვრილ-წვრილი წარუმატებელი შემთხვევითობების გამოც ქრება: მაგალითად, თუ დოკუმენტი არასწორად შეადგინეთ და საყვედური მიიღეთ, ხელმძღვანელმა ისე გაგაკრიტიკათ, რომ ზუსტად ვერც კი მიხვდით, რას გულისხმობდა. ცდას არ აკლებთ, შედეგი კი არსად ჩანს. ძნელია ასეთ შემთხვევებში ცხვირი არ ჩამოუშვათ და საკუთარ უმაქნისობასა და უიღბლობაზე ფიქრი არ დაიწყოთ. ასეთ შემთხვევებში გაიხსენეთ დრო, როცა ყველაფერი „ხუთიანზე“ გამოგდიოდათ – რას ამბობდნენ თანამშრომლები და თქვენც თავს როგორ გრძნობდით.

success

ასეთ მდგომარეობაში „გადასვლით“ დამატებით რესურსებს ჩართავთ, რაც საქმის ხარისხიანად და წარმატებულად შესრულებისთვის განგაწყობთ. გაიხსენეთ, რა სასიამოვნო იყო რთული საქმის დასრულება და თავისუფლების შეგრძნება და ალბათ ისევ მოგინდებათ ამ შეგრძნების გამეორება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია

თვითმოტივაციის კიდევ ერთი ნაწილია აღიქვათ, რამდენად მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს აკეთებთ. ექიმს ხომ არასდროს მოუვა აზრად, პაციენტს მიღებაზე იმიტომ უთხრას უარი, რომ ეზარება? თავი ავადმყოფის მდგომარეობაშიც ჩააყენეთ: ხომ ვერ გაუგებდით ქირურგს, რომელიც მარტო იმიტომ არ გიკეთებთ ოპერაციას, რომ იმ დღეს ცუდ ხასიათზეა? ნებისმიერი საქმე, თუნდაც ადამიანის სიცოცხლესთან არ იყოს დაკავშირებული, ასეთივე მნიშვნელოვანია.

important

იპოვეთ თქვენს საქმეში შეუცვლელი სარგებელი! ცხვირჩამოშვებული გამყიდველი მთელი დღის განმავლობაში ასობით ადამიანს გაუფუჭებს ხასიათი, ნაცვლად მათი პოზიტივით დამუხტვისა, სწორად შერჩეული ნივთით გამოწვეულ სიხარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ან გაკვეთილებზე მოწყენით მჯდომმა მასწავლებელმა ბავშვებს შეიძლება უმნიშვნელოვანესი საგნისადმი ინტერესი დააკარგვინოს, მაშინ როცა მონდომებულ პედაგოგს მათი სწავლისადმი მონდომების გაღვიძება იოლად შეუძლია. ფინანსური დირექტორის ქმედებებზე კი საერთოდ მთელი კომპანიის ბედია დამოკიდებული.

ჩვეულების ძალით

Self-Motivationახალ ადგილზე მუშაობის ენთუზიაზმისა და სურვილის დაკარგვაში სავსებით ობიექტური მიზეზიც შეიძლება იყოს დამნაშავე – მოულოდნელად ინტენსიური რიტმი. თითქოს ეს გიხარიათ კიდეც, რადგან თქვენზე მოთხოვნაა – ესე იგი, წარმატებული ადამიანი ბრძანდებით. თუმცა ჯერ საბოლოოდ არ გადაწყობილხართ და მიჩვევიხართ ახალ საქმეს. უცებ კი ძალიან გენატრებათ თქვენი ძველი, ჩვეული რუტინული სამუშაო. როდესაც ბავშვები უბრალო სკოლიდან გიმნაზიაში გადაყავთ, სადაც გაძლიერებული სწავლა და შესაბამისად, სერიოზული დატვირთვაა, ყველაზე შრომისმოყვარე და დაუზარელი მოსწავლეებიც კი თავიდან ცუდ ნიშნებს იღებენ, რადგან ცხოვრების ახალი, უფრო რთული რიტმის ათვისება უჭირთ. ეჩვენებათ, რომ ირგვლივ ყველა ისეთი ჭკვიანია, მათ ვერასდროს დაეწევიან და „უბრძოლველად“ ნებდებიან.

უფროსებსაც ასე მოსდით. თუ დიდხანს მშვიდად და ზომიერად მუშაობდით, შემდეგ კი მკაცრი კონკურენციის გარემოში მოხვდით, ახალმა სიტუაციამ შეიძლება ისე დაგაფრთხოთ, რომ მასთან მორგების სურვილი სულ გაგიქრეთ.

habit

ზოგიერთისთვის რბოლა შესანიშნავი სტიმულია, მაგრამ არა ყველასთვის. პრობლემას კი ჩვევის ჩამოყალიბება წყვეტს. როგორც ადრე მიეჩვიეთ ნელ რიტმს, ისევე შეგიძლიათ ახალ, სწრაფ ტემპს შეეჩვიოთ. ფსიქოლოგიაში არის ტერმინი „21 დღის პრინციპი“ – სწორედ ამდენი ხანი ჭირდება ახალი ჩვევის გამომუშავებას. ანუ ახალ რიტმზე გადასასვლელად სულ რაღაც სამი კვირა უნდა გაუძლოთ, მთავარია გესმოდეთ, რომ დღევანდელი სირთულეები დროებითია და მალე გაივლის.

ნუ ეძებთ დამნაშავეს

ანგარიშზე კონცენტრირებას ვერ ახერხებთ, რადგან დილას საყვარელ ადამიანს წაეჩხუბეთ ან საცობის გამოguiltyპარტნიორებთან შეხვედრაზე დააგვიანეთ და ახლა განერვიულებულს მოლაპარაკებების ნორმალურად ჩატარება აღარ შეგიძლიათ. თქვენი კოლეგაც მაინცდამაინც დღეს გაეთავისუფლა და მისი საქმეც ახლა თქვენი გასაკეთებელია! ხშირად მოქმედებისთვის მოტივაციის ძებნის ნაცვლად, ჩვენ ვჩიჩქნით მიზეზებს, რომელთა წყალობითაც საკუთარ თავს სიზარმაცისა და აპათიის უფლებას მივცემთ და ასეთს რაც მეტს ვნახულობთ, მით უფრო რთული ხდება სამუშაო განწყობის შექმნა.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ საკუთარი თავის შებრალებისა და თავის მართლების ნაცვლად, მუშაობისათვის ხელისშემშლელ გარე ფაქტორებს უნდა მივუდგეთ, როგორც მორიგ გამოცდას – უთხარით საკუთარ თავს, რომ დღევანდელი დაბრკოლება თქვენი პროფესიონალიზმის გამოვლინებისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. სულ მშვიდად და სათბურის პირობებში მუშაობით ხომ პროფესიონალად ვერასდროს ჩამოყალიბდებით, აქ კი ასეთი შანსი გაქვთ, უკან დახევის დრო არ არის!

bored-at-work-2

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები