“თუ ლიმონიანი ჩაისგან სარგებლის მიღება გსურთ…” – ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევები საზოგადოებას

ექიმი გიორგი ღოღობერიძე ლიმონიანი ჩაის დადებითობასა თუ უარყოფითობაზე საუბრობს:

„ლიმონი ძალიან მგრძნობიარეა სითბოზე, ამიტომ, თუ ცხელ ჩაის გააკეთებთ, შეეცადეთ, ლიმონი მაშინვე არ ჩააწუროთ. ლიმონი მხოლოდ შეგრილების შემდეგ ჩააწურეთ, რადგან C ვიტამინი ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურაზე. საკმარისია ჩაის ტემპერატურა 30 გრადუსი, C-ვიტამინი დაიწყებს დაშლას, ხოლო 60 გრადუსზე უფრო დაშლილია. თუ ლიმონიანი ჩაისგან სარგებლის მიღება გსურთ, ეს რჩევა გაითვალისწინეთ.

ლიმონიან ჩაის სხვა ბევრი სარგებელიც აქვს. პოსტოპერაციულ პერიოდში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ქსოვილების გაკვეთის შემდეგ იწყება მისი აღდგენა, ამისთვის კი კოლაგენია საჭირო. C-ვიტამინს საჭიროებს.

გარდა ამისა, როცა ოპერაცია წარმოებს, ლიმფური ძარღვები ზიანდება და ადვილად შუპდება ნაოპერაციები მიდამო. ლიმონი ხელს უშლის სითხის დაგროვებას და შეშუპებას შეამცირებს.

გულის უკმარისობის დროს დიდი რაოდენობით ჩაის მიღება სასურველი არ არის. ლიმონიანი ჩაი სითხესაც აკავებს ნაწილობრივ ჩვენს სხეულში და ამძიმებს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მდგომარეობას.

ლიმონი დეპრესიის წინააღმდეგაც ძალიან კარგად მუშაობს.

თუ გაწუხებთ თირკმელები და გაქვთ კენჭები, ამის უმთავრესი ნაწილი არის კალციუმის ოქსალატისგან აგებული კენჭები, ლიმონში ერთი საოცარი ნივთიერებაა, ციტრატი –  მას შეუძლია, კალციუმს ისე მიუერთდეს, რომ ოქსალატი ჰაერში დატოვოს, ამიტომ, ლომონიანი ჩაის მიღების შემთხვევაში კენჭების განვითარების ალბათობა ნამდვილად მცირდება.

თუ კბილები გაწუხებთ, ლიმონიანი ჩაის დალევის შემდეგ ძალიან მალე გამოივლეთ, თუ კარიესი გაქვთ, შეიძლება, მდგომარეობა გაამძაფროს“, – ამბობს ღოღობერიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები