“თუ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე მოაღწევს, ჯანდაცვის სისტემას კოლაფსი ელოდება”

ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე მოაღწევს, ჯანდაცვის სისტემას კოლაფსი ელოდება:

„თუ ვერ მოხდება ამ ვირუსის შეჩერება და ეს გავრცელდება ევროპის კონტინენტზე და საქართველომდე მოვა, ჩვენთან იქნება უფრო სავალალო მდგომარეობა. დავინახეთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ მართავს ამ ვირუსს. თუ ის მოხვდება საქართველოში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. აქ ხარისხიანი სამედიცინო პირბადე შეიძლება, იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ ვიყოთ დაცულები, ვინაიდან შეიძლება, ჩვეულებრივი პირბადე არ იყოს საკმარისი ამ შტამის საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები