“თუ კოვიდიანმა პირმა დააცემინა, წვეთი დიდხანს რჩება პლასტმასის ზედაპირზე” – გამყრელიძის რჩევა დამსვენებლებეს
შეზლონგები ყოველი გამოყენების შემდეგ, სველი წესით უნდა იწმინდებოდეს. სასურველია, ასევე გაუკეთდეს მას ყოველი გამოყენების შემდეგ დეზინფექციაც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
გამყრელიძე დამსვენებლებსაც ურჩევს, შეზლონგი გამოყენებამდე თავადაც გაწმინდონ.
“თუ კოვიდიანმა პაციენტმა დააცემინა, დაახველა შეზლონგზე, წვეთი პლასტმასის ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს რჩება, ამიტომ რეკომენდირებულია ისინი უნდა გაიწმინდოს და დეზინფექცია გაუკეთდეს, ყოველი გამოყენების წინ.
რაც შეეხება ქვიშიან სანაპიროებს, თუ ინფიცირებული მოქალაქე გადაადგილდება ქვიშაზე, ის არაა საფრთხის შემცვლელი. არც იმ შემთხვევაში, თუ იმავე ადგილზე, სადაც კოვიდიანი მოქალაქე იწვა, 5, 10 და 60 წუთში არავინ დაწვება. არ არის პრობლემა, მზის სხივი სერიოზულად მოქმედებს კოვიდზე,” – აღნიშნა გამყრელიძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი