თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ!

სარეცხის გასაფენი თოკების არქონის, წვიმიანი და ცივი ამინდისა თუ სხვა ფაქტორების გავლენის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც დიასახლისები პირდაპირ სახლში, ე.წ. საშრობი მოწყობილობის მეშვეობით, ან თუნდაც გამათბობელის საშუალებით აშრობენ სველ სარეცხს. თუ კი გეცნოთ მსგავსი სიტუაცია, მოგიწოდებთ, რომ სასწრაფოდ შეწყვიტოთ!
ბოლო კვლევებმა ცხადყო, რომ სარეცხის პირდაპირ სახლში შრობა პოტენციურად საშიშია და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს სუსტი იმუნური სისტემა და ასთმის პრობლემა.
რამოდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ მამაკაცი ბოლტონიდან ფილტვის ინფექციით დასნეულდა. მის სახლში ხშირი იყო სველი ტანსაცმელის შრობის ფაქტი, რომლიდანაც აორთქლებული სოკოვანი სპორები შესუნთქვის შემთხვევაში ფილტვის მძიმე დაავადებებს იწვევს.
Craig Macer-ი სამი შვილის მამაა, რომელსაც დაუდგინდა ფილტვის ასპერგილოზის დიაგნოზი. (ასპერგილოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ობის სოკოს განსაზღვრული სახეობა იწვევს. დაავადება, რომელიც ასპერგილათი ინფიცირების შედეგად ვითარდება, ჩვეულებრივ, სასუნთქ სისტემას აზიანებს, თუმცა სიმპტომები და მდგომარეობის სიმძიმე სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს.) დაავადებას სოკო Aspergillus-ი იწვევს, რომელიც სწორედ რომ სარეცხის შრობის შედეგად ხვდება ჩვენს ორგანიზმში. გრეიგმა ექიმის დანიშნულებისამებრ მიიღო ანტიმიკრობული პრეპარატები, შეწყვიტა სახლში სარეცხის შრობა და ერთ წელიწადში სრულიად განიკურნა.
საქმე იმაშია, რომ სარეცხიდან წყლის აორთქლება ოთახში ტენიანობის 30%- ით მომატებას იწვევს, რაც იდეალური გარემოა სპორების განვითარება-გავრცელებისთვის. ერთი ნაწილი გარეცხილი სარეცხისა შეიცავს 2 ლიტრ წყალს (დაახლოებით), რომლის ოთახში აორთქლება ჯანმრთელი ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა დაბალი იმუნური სისტემით ან ასთმით დაავადებულ ადამიანს კი საშინლად ავნებს.
აივ ვირუსისა და აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებში, ასევე ქიმიო თერაპიის შემდეგ პერიოდში უფრო დიდია ალბათობა ფილტვის ასპერგილოზის განვითარებისა, რაც ხშირად სიკვდილით მთავრდება, ამიტომ სველი სარეცხი ყოველთვის გააშრეთ აივანზე ან ქუჩაში.

წყარო: http://intermedia.ge
 

კომენტარები

სხვა სიახლეები