“თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი” – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის რჩევა
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საზოგადოებას რჩევას აძლევს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„როგორ გამოვიცნოთ, ვართ თუ არა ავად, რა სიმპტომები აქვს კოვიდს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაგვიტანია გრიპი და დასვამთ კითხვას, როგორ მივხვდე, არის თუ არა ეს გრიპი. მით უმეტეს, რომ სეზონური დაავადებების დრო მოდის და ძალიან რთული იქნება გარკვევა, კოვიდით ხართ ავად თუ გრიპით.
თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი – 100 პროცენტით იგულისხმეთ, რომ ეს არის კოვიდი, რადგან გრიპის გადატანა არ არის ისეთი ტრაგიკული, როგორც – კოვიდის. ამიტომ, თუ თქვენ მოიქცევით ისე, როგორც მოიქცეოდით კოვიდის შემთხვევაში, ეს იქნება სწორი. შეიძლება, არ აღმოგაჩნდეთ, როცა ტესტს გაიკეთებთ, თუმცა, სჯობს, თავი დაიზღვიოთ, ვიდრე ეთამაშოთ ამ დაავადებას“, – განაცხადა ნანა გეგეჭკორმა.