თუ თქვენს შვილს ეს თვისებები ახასიათებს, მას მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს

Mensa – ყველაზე დიდი და ძველი საზოგადოებაა მსოფლიოში, რომელიც უმაღლესი IQ -ს მქონე ადამიანებს აერთიანებს. ისინი მშობლებისთვის სპეციალურ რჩევებს აქვეყნებენ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ შვილების ნიჭი არ გამორჩეთ და ზოგადად, რა ნიშნები მოწმობს ბავშვებში იმაზე, რომ ისინი მართლაც განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და უნარებით არიან დაჯილდოებულნი.
უჩვეულოდ კარგი მეხსიერება
ბავშვი ადვილად იმახსოვრებს დიდი რაოდენობით ინფორმაციას. მაგალითად, ზუსტად ახსოვს განრიგი, მისამართები, ქვეყნის სახელები, ლექსები, პროზაული პასაჟები და ასე შემდეგ.
ადრეული ინტელექტუალური განვითარება
ბავშვი, თანატოლებთან შედარებით, ბევრად ადრე იწყებს ლაპარაკს, კითხვას, დათვლასა და სამაგიდო თამაშების
გაცნობას.
უჩვეულო ჰობი და ინტერესები,
რაღაცების სიღრმისეულად შესწავლის სურვილი
მაგალითად, ძალიან ბევრ ბავშვს უყვარს დინოზავრები და მათ შესახებ ხშირად ეკითხებიან მშობლებს ინფორმაციას, მაგრამ თუკი თქვენს შვილს არა მხოლოდ დინოზავრების სახოეობების ჩამოთვლა, არამედ მათი მახასიათებლების ზუსტი აღწერა შეუძლია, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ მაღალი ინტელექტი აქვს.
სხვა ბავშვების გარემოში არაკომფორტულად ყოფნა
ნიჭიერ ბავშვებს ხშირად არა მხოლოდ ბეზრდებათ თანატოლებთან თამაში, არამედ ზოგჯერ აღიზიანებთ კიდეც. ხშირად, მათი ინტერესები აბსოლუტურად განსხვავდება და ერთმანეთს ვერ უგებენ. ამიტომ, შესაძლოა აგრესიაც გამოხატონ იმის გამო, რომ სხვა ბავშვების თამაშის წესები მარტივად და სისულელედ აღიქვა.
ინტერესი და ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, რაც მსოფლიოში ხდება
ნიჭიერი ბავშვები ხშირად კითხულობენ საინფორმაციო საიტებს, სვამენ შეკითხვებს პოლიტიკაზე – ასე ვლინდება მათი ცოდნის წყურვილი და სამყაროს სრულად შეცნობის სურვილი.
ძალიან მაღალი სტანდარტები
ნიჭიერი ბავშვები ხშირად პერფექციონისტები არიან, ამაყობენ თავიანთი ცოდნითა და მიღწევებით. თუმცა, პარალელურად, წარუმატებლობის მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. ამიტომ, ხშირად საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებსა და მოთხოვნებს უყენებენ და ნერვიულობენ, როცა რამე ისე არ ხდება, როგორც დაგეგმეს და წარმოედგინათ.
შესანიშნავი აკადემიური მოსწრება
თუ ბავშვი თანაკლასელებთან შედარებით გაცილებით მარტივად და წარმატებით უმკლავდება სასკოლო პროგრამას, მაშინ მას დიდი ალბათობით, მაღალი IQ აქვს.
ბავშვს დროის გატარება მარტო ან უფროს ადამიანებთან ერთად ურჩევნია
ხშირად ნიჭიერ და განსაკუთრებით ჭკვიან ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობა აღარ უნდათ და უპირატესობას უფროსებთან კომუნიკაციას ანიჭებენ. შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ მათგან რაღაც ახალი გაიგონ. გარდა ამისა, ასეთ ბავშვებს საკუთარ თავთან მარტო ყოფნა უყვართ. მოსწონთ ფიქრი, წარმოსახვაში რაღაცების დალაგება, კითხვა და თამაში.
ბევრი ლაპარაკი
თუ თქვენს შვილს ბევრი ლაპარაკი უყვარს , არ ინერვიულოთ, ეს შესაძლოა მის მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მეტყველებდეს.
ბავშვი მუდმივად სვამს შეკითხვებს
იმის გარკვევა, თუ რატომ არის ცა ლურჯი და ბალახი მწვანე, მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვი ცდილობს, მის გარშემო არსებული სამყარო უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს, ვიდრე მისი თანატოლების უმეტესობა.
ადვილად სწავლობს ყველაფერს
თუ საშინაო დავალების ერთ წუთში შესრულება და კლასში გავლილი მასალის მარტივად და სწრაფად ჩამოთვლის შესაძლებლობა აქვს, ეს შესაძლოა დიდ ინტელექტუალურ პოტენციალზე მიუთითებდეს.
განვითარებული იუმორის გრძნობა
თუ თქვენ არ გჭირდება, ბავშვს აუხსნათ ხუმრობებისა და ანეკდოტების მნიშვნელობა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა აქვს და იმაზე უკეთ ესმის სამყაროში არსებული წესებისა თუ მოვლენების შესახებ, ვიდრე მის თანატოლებს.
მუსიკალურობა
მუსიკალური და ინტელექტუალური ნიჭი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ თუ ბავშვს მუსიკის აღქმის კარგი უნარი აქვს და ასევე, კარგად უკრავს ინსტრუმენტებზე, ავლენს ინტერესსა და ნიჭს, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მას მაღალი IQ ჰქონდეს.
ბავშვს თამაშის დამატებითი ან ახალი წესები აქვს
ნიჭიერი ბავშვების კრეატიულობა ხშირად ასე ვლინდება – მაგალითად, მათ ეჩვენებათ, რომ ზოგადად მიღებული წესების მიხედვით თამაში ძალიან მარტივი და მოსაწყენია, ამიტომ თავად ართულებენ და აქტივობას უფრო საინტერესოს ხდიან.
გამოხატული ექსტრავერსია და ინტროვერსია
განსაკუთრებული კომუნიკაბელურობა, ან კიდევ ჩაკეტილობა, იზოლაციის სურვილი შეიძლება ინტელექტუალური ნიჭის გამოვლინება იყოს. პირველ შემთხვევაში, ბავშვს სხვა ადამიანებისგან ცოდნის მიღება სიამოვნებს, მეორე სიტუაციაში კი ინფორმაციის მიღება წიგნებიდან, ინტერნეტიდან დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე უნდათ.

წყარო: https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები