ისეთი მარტივი პაროლები, როგორიცაა „12345“ და „qwerty“ ისევ დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტმომხმარებლებში და შესაბამისად, ადვილად გამოსაცნობია სხვებისთვის. მსგავსი მიდგომები ჰაკერებს საქმეს უმარტივებს, რომ მარტივად გატეხონ ანგარიშები და ინფორმაცია ადვილად მოიპოვონ.
პირველ რიგში, დაუშვებელია საკუთარი სახელის, მეტსახელის, კომპანიის ან დაბადების თარიღის პაროლად გამოყენება, რადგან ამით მარტივი სამიზნე ვხდებით.
პორტალი Security Today აქვეყნებს 25 პაროლს, რომლის გამოყენებაც რეკომენდებული არ არის:
Microsoft, Apple, Google, იმ კომპანიების სიას მიეკუთვნებიან, რომლებიც გეხმარებიან სწორი პაროლის არჩევაში და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ ჩაწერილი საიდუმლო კოდი ზედმეტად სუსტი და მარტივი მისახვედრია, თავად გარჩევინებენ უფრო რთულ ვარიანტებს.