თუ გაიგეთ, რომ შვილი ეწევა – ინსტრუქცია მშობლებს

შემთხვევით შეიტყვეთ, რომ თქვენი არასრულწლოვანი შვილი ეწევა? რასაკვირველია, ეს ძალიან უსიამოვნო ფაქტია და ნებისმიერ მშობელს საგონებელში აგდებს. ხშირად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვილი ეწევა, მშობლებს სტრესულ სიტუაციაშიც აყენებს და ხშირად მათი რეაქცია თუ ქმედებები საპირისპირო შედეგებსაც იძლევა. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს?
მაშ ასე, აღიჭურვეთ მოთმინებით. პირველ რიგში, თქვენ მოგიწევთ საუბრით დაარწმუნოთ თქვენი შვილი, რომ მოწევა მართლაც მავნებელია და არა ისტერიკებით, მით უმეტეს – ჩხუბით და ფიზიკური ძალადობით.  ეს უკურეაქციას გამოიწვევს.
პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ არ მოიტყუოთ. ესაუბრეთ მშვიდად და დამაჯერებლად. თუ მოხდა ისე, რომ ტონს აუწიეთ, ბავშვი უბრალოდ აღარ მოგისმენთ. ეს მისი თავდაცვითი რეაქციაა ემოციურ წნეხზე.
შეეცადეთ გაარკვიოთ, რის შემდეგ გადაწყვიტა აეღო ხელში სიგარეტი. თუ მან გითხრათ, რომ ეს მოდაშია და მის კლასში ყველა ეწევა, აუხსენით, რომ ახლა გაცილებით აქტუალურია ჯანმრთელი ცხოვრების წესი და დრო, როდესაც სიგარეტის მოწევა მოდაში იყო, დიდი ხანია წერსულს ჩაჰბარდა.
შეიძლება მოისმინოთ კიდევ სხვა არგუმენტები. მაგ: სკოლაში დიდი დატვირთვაა და მოწევა ეხმარება დამშვიდებასა და კონცენტრაციაში. უთხარით, რომ დამშვიდება (მოდუნება) ამ შემთხვევაში გამოწვეულია სიგარეტის მავნე და მომწამვლელი ნივთიერებების მოქმედების შედეგად, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. თუ ასე გააგრძელებს, მალე ის ვერ შეძლებს დამშვიდებას სიგარეტის გარეშე, რადგან მასზე იქნება დამოკიდებული. თუ ბავშვი დარწმუნებულია, რომ სიგარეტს შეუძლია დაიცვას ზედმეტი წონისაგან, აუხსენით თუ რის ხარჯზე შეიძლება მოხდეს ეს. ფაქტია, რომ სიგარეტი თრგუნავს შიმშილის გრძნობას. სამაგიეროდ შეიძლება კუჭის წყლულით ან გასტრიტით დაავადდეს.
ერთ-ერთ არგუმენტად შეიძლება მოიყვანოს ის, რომ იყო ქუჩაში შესცივდა და გადაწყვიტა სიგარეტის მოწევა. აუხსენით, რომ სიგარეტის შხამი მოქმედებს ორგანიზმზე. ამ დროს იმატებს პულსის სიხშირე და არტერიული წნევა. ადამიანი რაღაც პერიოდში მართლა თბება. თუმცა ასეთი ცვლილებები

ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა დაავადებას, განსაკუთრებით, მაშინ თუ ხშირად ხდება ეწევა სიცივეში.

როგორც წესი, ამ პერიოდში იწყება სიმპათიების გამომჟღავნება საპირისპირო სქესის მიმართ. სწორედ ეს ფაქტი შეიძლება გამოიყენოთ არგუმენტად სიგარეტთან ბრძოლის დროს. უთხარით, რომ მწეველ ადამიანს (განსაკუთრებით გოგონას) შეიძლება მომავალში პრობლემები შეექმნას ჩასახვასა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით. ბიჭებს 30 წლის ასაკში უკვე საკმაოდ დიდი დაავადებების ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეთ.
თქვენი ახსნისა და არგუმენტების შემდეგ შეიძლება ბავშვმა გკითხოთ: “თუ ასე ცუდია მოწევა, მაშინ რატომ ეწევიან უფროსები?” არ დაიბნეთ. უთხარით, რომ მოწევა ისეთი სერიოზული პრობლემაა, მოზრდილ ადამიანს უკვე უჭირს ამ დამოკიდებულებისაგან გადაჩვევა. ამიტომ მისი აღმოფხვრა დასაწყისშივეა საჭირო. და სასურველია, ამ დროს მწეველი თავად მშობელიც არ იყოს – ასეთ დროს ყველაზე ძნელია ბავშვის გადარწმუნება, რადგან მას ოჯახში ჰყავს მაგალითი. ერთადერთი იმაზე შეგიძლიათ აქცენტირება, რომ ჯერ უბრალოდ პატარაა ამისთვის, ცოტა გაიზარდოს, გახდეს სრულწლოვანი და მერე თავად გააკეთოს არჩევანი, მანამდე კი ნუ დაინგრევს ჯანმრთელობას. კიდევ უფრო უკეთესია, თუ ასეთი შემთხვევა მშობლისთვისაც ბიძგის მიმცემი გახდება და თავადაც დაანებებს თავს მოწევას. ამით უკეთეს მაგალითსაც მისცემს შვილს.

წყარო: მკურნალი.ჯი

კომენტარები

სხვა სიახლეები