ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურობაში უფრო და უფრო მეტ როლს იკავებს.ის გვპასუხობს კითხვებზე, გვიწერს ტექსტებს და გვიწესრიგებს იდეებს. თუმცა არის კითხვები,რომლებიც სერიოზული პრობლემის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. კვირა + გთავაზობთ 5 კითხვას, რომელიც არასდროს არ უნდა ჰკითხოთ ჩატბოტს:
1. როგორ გავტეხო ფეისბუქი/ვებგვერდი/ჩატი?
ეს კითხვა ტექნიკურად უკანონო ქმედების წამახალისებლად ითვლება. ჩატბოტი ვერ გასცემს პასუხს და შესაძლოა შენს პროფილზე შეიქმნას ეჭვი, რომ ბოროტი მიზნებისთვის იყენებ სისტემას.
🛑 შედეგი: ანგარიშის დაბლოკვა ან დეაქტივაცია, ზოგ შემთხვევაში კი სამართლებრივი გაფრთხილება.
2. როგორ დავამზადო ნარკოტიკი ან ასაფეთქებელი ნივთიერება?
ასეთ კითხვებზე ჩატბოტი არასოდეს გასცემს პასუხს, რადგან ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ეთიკურ, ისე იურიდიულ წესებს. როდესაც სისტემაში ჩნდება მსგავსი კითხვები, ის ავტომატურად რეგისტრირდება როგორც მაღალი რისკის ქმედება და შესაძლოა შენს ანგარიშზე ან IP-მისამართზე მოხდეს მონიტორინგის გაძლიერება.
🛑 შედეგი: ანგარიშის ბლოკირება ან სანქცირება,საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება, სამომავლო წვდომის სრულად შეწყვეტა სისტემებზე.
3. მითხარი სხვისი პირადი მონაცემები
მაგალითად, „რამდენი წლის არის ჩემი მეზობელი?“, „მაქვს ვინმეს მობილურის ნომერი?“ ან თუნდაც ცნობილი ადამიანის პირადი მისამართი – ეს ყველაფერი პირადი ინფორმაციის უკანონო მოთხოვნად ითვლება.
🛑 შედეგი: წესების დარღვევა, ანგარიშის სანქცირება და ჩატბოტზე წვდომის შეზღუდვა.
4. როგორ მოვიშორო ადამიანი/როგორ მოვკლათ/დავაშინოთ ვინმე
თუნდაც ხუმრობით, ასეთი შეკითხვა პირდაპირ არღვევს უსაფრთხოების პოლიტიკას. ჩატბოტები შექმნილია იმისთვის, რომ ღირებულებები დაიცვან — ძალადობა კი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად აკრძალული თემაა.
🛑 შედეგი: დაუყოვნებელი ბლოკირება და საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავი უწყებების ინფორმირება.
5. როგორ მოვიკლა თავი/თვითდაზიანება
თუ გიჭირს და გინდა დახმარება — ყოველთვის ჯობია მიმართო ცოცხალ ადამიანებს ან პროფესიონალებს. ჩატბოტები ცდილობენ დახმარებას, მაგრამ ისინი არ არიან კრიზის მენეჯერები.
🛑 შედეგი: სისტემამ შეიძლება დაბლოკოს რისკის შემცველი დიალოგი და არასწორად გაიგოს შენი მდგომარეობა.