ინტერნეტსივრცეში თუშეთში დატრიალებული ტრაგედიის დატრიალებამდე გადაღებული ვიდეო გავრცელდა. ტრაგედია თუშეთის გზაზე 27 ივლისს მოხდა. როგორც ცნობილია, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი დაშავდა, ხოლო ერთი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაღუპულებიდან სამი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო – მამა და ორი შვილი, რომელთაგან უმცროსი 12 წლის იყო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.