თურქმენეთის პრეზიდენტმა შვებულებაში თავის სიმღერებს მოუსმინა და ახალი წიგნი დაწერა (ვიდეო)

თურქმენეთის პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი 15 ივლისს ათი დღით შვებულებაში გავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეზიდენტი შვებულებაში შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდა.

როგორც გამოცემა “თურქმენეთის ქრონიკა” წერს, შვებულების პირველ დღეს ბერდიმუჰამედოვმა თავისი წიგნზე, თურქმენეთის სამკურნალო მცენარეების მე-11 ტომზე მუშაობა დაასრულა. ამასთანავე, ის თავის სიმღერებზე გადაღებულ კლიპებს უყურებდა.

როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, შემოქმედებითი მუშაობის დასრულების შემდეგ თურქმენეთის პრეზიდენტმა თავის შვილიშვილებსა და კნუტებთან ითამაშა.

კომენტარები

სხვა სიახლეები