თურქმა მომღერალმა – ტარკანმა ცოლად თაყვანისმცემელი მოიყვანა

თურქმა პოპ-პრინცმა, ჰიტ Kiss Kiss-ის შემსრულებელმა – ტარკანმა ცოლად ერთ-ერთი თაყვანისმცემელი მოიყვანა. დიდი ხნის მანძილზე მომღერალი ოფიციალური ურთიერთობების წინააღმდეგი იყო და ამბობდა, რომ ცოლს მხოლოდ მისი რჩეულის ფეხმძიმობის შემთხვევაში მოიყვანდა.
მaს შემდეგ, რაც ტარკანმა საკუთარი ფანი – პინარ დილეკი რამდენიმე წლის წინ გაიცნო, მან აზრი შეიცვალა. ქორწინების „ცერემონია ტარკანის ვილაში გაიმართა“, – წერს უცხოური მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი უახლოეს მომავალში გაბედნიერების უფრო მასშტაბურ აღნიშვნასაც გეგმავს. გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ულოცავს წყვილს დაქორწინებას, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ამ ყველაფრის არ სჯერათ, ცერემონიას მხოლოდ პიარსვლად აფასებენ. გარდა ამისა, ტარკანმა წარსულში არატრადიციული ორიენტაციის შესახებ განაცხადა, შემდეგ კი ეს ინფორმაცია უარყო.

კომენტარები

სხვა სიახლეები