თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის მანძილზე იმყოფებოდა

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთი სამაშველო ოპერაციებს კვლავ ატარებს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს დაუღალავად ეძებენ.

მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

თურქული მედიის ცნობით, 3 წლის ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

თურქეთში 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები