თურქეთში, ქალაქ იზმირში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილთა სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველებმა რამდენიმე საათის წინ ძაღლი ამოიყვანეს, რომელიც ნანგრევების ქვეშ 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
არესი შესაბამისი მკურნალობის შემდეგ პატრონს დაუბრუნდება.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა.
ასზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს მაშველებმა იზმირში. 106-ე, ვინც ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 3 წლის ბავშვია.