თურქეთში 15 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომას სრულად შეუზღუდავენ

თურქეთში იგეგმება კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებზე სარგებლობა სრულად შეეზღუდებათ. ამის შესახებ იუწყება ტელეკომპანია NTV.

მედიის ინფორმაციით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს დღეებში განსახილველად წარედგინება თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას.

კანონის მიღების შემთხვევაში, ბავშვები სოციალურ ქსელებზე სარგებლობას ვერ შეძლებენ მშობლების თანხმობის შემთხვევაშიც კი.

კომენტარები

სხვა სიახლეები