თურქეთის ქალაქ ანტალიაში სამი ადგილობრივი დააკავეს, რომელმაც მაღაზიიდან ქურქი მოიპარა და მანეკენს კოცნიდა. ამის შესახებ ტელეკომპანია Haberturk-ი იუწყება.
11 აპრილის დილას მაღაზიის მეპატრონემ აღმოაჩინა, რომ გასაყიდად გამოტანილი ერთი ქურქი გამქრალია, რის შედეგადაც პოლიცია გამოიძახა.
სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში კარგად ჩანს, თუ როგორ კოცნიან ქურდები მანეკენებს, შემდეგ ქურქებს ხდიან და მაღაზიიდან იპარებიან.
პოლიციამ ეჭვმიტანილები იმავე დღეს დააკავა, შემდეგ კი გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლა.