თურქეთში მიწისქვეშა ეკლესია უნიკალური ფრესკებით აღმოაჩინეს

თურქეთის კაპადოკიაში უძველესი ქრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ცნობით, ნაპოვნი ეკლესიის მსგავსი ფრესკები სპეციალისტებს არასდროს უნახავთ. ეკლესია, სავარაუდოდ, V საუკუნით თარიღდება. ცნობილია, რომ ტაძარი უძველესი ბიზანტიური ქალაქის – ნევშეჰირის ადგილზეა აღმოჩენილი.
შეგახსენებთ, იმ ადგილას მიწისქვეშა ქალაქია განლაგებული, სადაც მტრის თავდასხმისას დაახლოებით 20 000 ადამიანს შეეძლო დამალვა. კვლევებმა ცხადყო, რომ მას აქტიურად იყენებდნენ ნევშეჰირის მცხოვრებლები, ადრეული ბიზანტიური ერის პერიოდიდან მოყოლებული ოსმალეთის იმპერიის დაპყრობის დრომდე.
ეკლესია ასევე მიწისქვეშ იყო. ახლა ის თითქმის სრულად მიწითაა დაფარული. არქეოლოგებმა ნაგებობის მხოლოდ ზედა ნაწილი გახსნეს. აღმოჩენილი იყო უნიკალური ფრესკები. კერძოდ, იესო ქრისტეს გამოსახულება, რომლის ხელებიდან თევზები ცვივა, ასევე – ქრისტეს ცამდე ამაღლება. არქეოლოგებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ მოციქულების – მოსეს და ელისეს მიერ იესოს ჯვარცმის ფრესკები აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია ტაძრის სიმაღლე და, შესაბამისად, რამდენი აღმოჩენა ელით არქეოლოგებს. თუმცა მოლოდინი დიდია. შესაძლოა, უნიკალურმა ტაძარმა ქრისტიანობის ისტორიაზე ჩვენ შეხედულება შეცვალოს. გათხრები მაღალი ტენიანობის გამო დროებით შეჩერებულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები