„თურმე რუსეთში მაღაზიები გამიხსნია და ხვალ მარსზე მივფრინავ“ – ანუკი არეშიძის რეაქცია თბილისში გავრცელებულ ჭორზე
დიზაინერი ანუკი არეშიძე მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მისი ტანსაცმელი თითქოსდა მოსკოვსა და პეტერბურგში გაიყიდება. საპასუხო სტატუსი ცნობილმა დიზაინერმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„კიდევ კარგი გავიგე, თურმე ჩვენება მქონია, თან რუსეთში მაღაზიებიც გამიხსნია და ხვალე მარსზე მივფრინავ მთელ ჩემს გუნდთან ერთად! ჩემი პროდუქცია, რომელიც რუსეთში იყიდება, ამას რუსი ბაიერები უკვეთავენ, ისე მარტო რუსეთში არ ვარ, სხვა ქვეყნებსაც ვიპყრობ”, – წერს არეშიძე ფეისბუქში. შეგახსენებთ, რომ ქართულმა მედიამ დღეს ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ კახა კალაძის მეუღლემ რუსეთში ტანსაცმლის მაღაზიები გახსნა.
„ანუკის სამოსი მოსკოვსა და პეტერბურგში გაიყიდება. დროთა განმავლობაში კი სხვა ქალაქებიც შეემატება. დიზაინერმა ტანსაცმლის ხაზს ფეხსაცმლის ხაზიც დაუმატა. თბილისში ბუტიკიც გახსნა და უკვე, ერთგული მომხმარებელიც ყავს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ანუკი რუსეთში გრანდიოზული ჩვენების გაკეთებას გეგმავს, სადაც ბევრი ცნობილი მოდელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოდან“,- აღნიშნული იყო ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.