თმის შეღებვა და ორსულობა

შეიძლება თუ არა თმის შეღებვა ორსულობის პერიოდში? ეს კითხვა მრავალ ქალს აწუხებს. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. არანაირი სამეცნიერო გამოკვლევა, რომელიც თმის შეღებვის უარყოფით მხარეებს დაასკვნიდა – ჯერჯერობით არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, რეკომენდებულია თუ არა თმის შეღებვა ორსულობის პერიოდში? საღებავში შემავალმა ნივთიერებებმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს, თანაც მნიშვნელობა არ აქვს, იწვევდა თუ არა იგივე საღებავი ალერგიას ორსულობამდე. ამის მიზეზია ორსულობის პერიოდში ჰორმონალური ფონის საგრძნობი ზრდა.
თუ მიიჩნევთ, რომ თმის შეღებვა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია, იხმაროთ სწრაფად ჩამოცილებადი მღებავი. აუცილებელია თმის ბალზამის გამოყენება, ვინაიდან საღებავი აშრობს თმებს, ხოლო ორსულობის პერიოდში თმა ისედაც მშრალია.
მცდარია შეხედულება, რომ თმის საღებავში არსებული ამიაკი და სხვა ქიმიური ნივთიერებები შეაღწევენ ორსულის ორგანიზმში და მავნე ზემოქმედებას მოახდენენ ნაყოფზეც. უნდა შეგახსენოთ, რომ ეს ნივთიერებები ორგანიზმში შეიძლება მოხვდნენ მხოლოდ მათი ჩასუნთქვის გზით. პროფილაქტიკისთვის სასარგებლო იქნება, თუ თმის შეღებვის პროცესში ორსული პირბადეს გაიკეთებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები