“თმით ნათრევი” ჟურნალისტი, ნინო ადამაშვილი ექსპერტიზის ბიუროში მივიდა (ვიდეო)

“ამ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი ჯანმრთელობისთვის და კიდევ იმისთვის, რომ მოძალადე ადამიანი, როგორიც არის გიორგი მასხულია, დაისაჯოს”, – ასეთი კომენტარი გააკეთა “პოსტივის” ჟურნალისტმა, ნინო ადამაშვილმა ექსპერტიზის ბიუროში შესვლამდე. ადამაშვილი ექსპერტიზაზე გუშინ გორში “რეგიონ ფეშენ ვიქზე” მომხდარი ინციდენტის გამო მივიდა. როგორც თავად ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა და “თმით ათრია” დიზაინერმა გიორგი მასხულიამ.

ცნობისთვის, გუშინ გორში მიმდინარე “რეგიონ ფეშენ ვიქზე” ხმაური და შეხლა-შემოხლა “პოსტივის” ჟურნალისტის, ლევან კვარაცხელიას, იგივე რობერტო მავანის გამოჩენას მოჰყვა. მავანის მისვლით უკმაყოფილება გიორგი მასხულიამ გამოთქვა და ნინო ადამაშვილს დაუპირისპირდა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები