ყოჩაღ თინიკო! 5 კილომეტრს ტაქსით რომ გავდივარ ვიღლები – ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე, ფსიქოთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე მარათონში“ „ერთად ვიმარჯვებთ“ თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ 5,5 კილომენტრიანი მონაკვეთის დაფარვის ფაქტს. შესაბამის შეფასებას ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. “ყოჩაღ თინიკო! 5 კილომეტრს ტაქსით რომ გავდივარ ვიღლები ))), მართლა ოღონდ, ძალიან გავზარმაცდი, ფეხით უნდა ვიარო სამსახურში, ნახევარი გზა მაინც, ვსო გადავწყვიტე“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.
დღეს, მიცკევიჩის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მარათონის ტიპის გარბენი „ერთად ვიმარჯვებთ“ გაიმართა. აქტივობაში თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღეს მონაწილეობა. მათ 5,5 კილომეტრიანი მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად წარმატებით გაირბინეს.