თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში თბილისელი ტაქსის მძღოლების შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. “თბილისური ტაქსი” – ყოფილი მინისტრი ამ სათაურით ტაქსის მძღოლების მხრიდან მისდამი პატივისცემას უსვამს ხაზს.
“4 დღეა ტაქსით დავდივარ, დღეში 7-8 მანქანის გამოცვლა მიწევს. გარდა იმისა, რომ სრულიად გადარეული ვარ, ფულს არავინ მართმევს და ვართ ასე მე და ჩემი ტაქსის მძღოლები ჩხუბსა და პატივისცემის ურთიერთმტკიცებაში, სხვა ამბავიც მაგარია.
არც NDI გჭირდებათ და არც სხვა რომელიმე ძვირად ღირებული სოციოლოგია. ჩემი ქალაქი მიყვარს, ყველაზე მაგარია, ყველაზე გულიანი, თბილი და ერთგული”, – წერს ხიდაშელი.