სერიალ ჩემი ცოლის დაქალების მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში მოკლედ: Tbilisi Open Air-ზე მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს მკითხველს.
“1) Tbilisi Open Air Alter/Vision არის სიკეთე ქვეყნისთვის.
2) თუ ოდესმე ტომ იორკი განკაცდება და თბილისი ოფენ ეარზე გარდამოხდება,მე აღთქმას ვდებ,რომ სადაც და რასაც არ უნდა ვაკეთებდე,დავყრი ყველაფერს და ცრემლებად დავიღვრები საქართველოში (მთელ ჩემს ქონებას გავანიავებ ბილეთის ნებისმიერი ღირებულების ფასად).
3) ერქაივი Dimuს არ ევასება ჩემსავით, მაგრამ მხრებზე რომ ვეჯექი და ბულეთსზე ვჭყიოდი,ძაან ბედნიერი იყო.
4) ფლასიბო მე არ მევასება დიმუსავით,მაგრამ ხელში რომ ვყავდი აყვანილი და დახტოდა ავატარივით “ევრი მი ენდ ევრი იუს” ხავილით,მე ვიყავი ძაან ბედნიერი.
5) ან ერქაივმა რა იცის,რომ მაგათი 9 ალბომის ქავერები სულ ხელით გვაქვს დახატული Memeს სახელოსნოში,ან ფლასიბო ხო აზრზეც ვერ მოვა,რა საკაიფო არტვორქი მაქვს მაგათთვის გაკეთებული. მაგრამ შეერგოთ და,რაც მთავარია,შეგვერგოს. ღარიბაშვილი იქა,დეკრიმინალიზაცია აქა”, – წერს ფეისბუქზე მახარაძე.
Next Post
სხვა სიახლეები