თინა მახარაძე გეების ქორწინებაზე – ამაყი ვარ, რომ ამათი საქორწინო კონტრაქტი მე დავამოწმე

თინა მახარაძე სოციალურ ქსელში გეი წყვილის დაქორწინებას ეხმაურება, მსახიობის თქმით, მათი საქორწინო კონტრაქტი თავად დაამოწმა.

„ჩემი მეგობარი, ქართველი ლგბტ აქტივისტი ნიუ იორკში თავის ბოიფრენდზე დაქორწინდა. მათ ჩოხები ეცვათ, ქართული ნაციონალური სამოსი, რომელიც „სუპერმამაკაცურობის“ სიმბოლოა“. ძალიან მაგარია.
საუკეთესო ბიჭები
ძაან ამაყი ვარ, რომ ამათი საქორწინო კონტრაქტი მე დავამოწმე აგერ აქვე, ჩემს სახლთან, ბუშვიკში.
ქორწილში ბოლო მომენტში ვეღარ წავედი გაუთავებელი გადაღების გამო, თორემ სულ ცერებზე უნდა მეცეკვა პირში დანაგარჭობილს“. – წერს მსახიობი.

კომენტარები

სხვა სიახლეები