მსახიობ თინა მახარაძეს, რომელიც ნიუ-იორკში სასწავლებლად წავიდა, ფილმში იღებენ. ამის შესახებ მსახიობმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
“ჩემი მასწავლებელი ამოს პო მეკითხება ახლა, რამდენიმე წუთის წინ – კლასის მერე რას აკეთებ, გაქვს რამე ლექციაო?
-არა, მეთქი.
– ჩემს პატარა ფილმში მინდა, გადაგიღო, წამოხვალო?
ასე მივიღე პირველი როლი ნიუ იორკში. და ეგრევე ამოს პოს ფილმში.
შეხსენებისთვის – ამოს პო ეს არის:
https://en.wikipedia.org/wiki/Amos_Poe“, – წერს მსახიობი.
ფოტოზე სტივ ბუშემი არა და მეორე )